მომხმარებლის განხილვა:Alsandro/არქივი
აქ ინახება Alsandro-ს განხილვის არქივი (14/10/05 - 04/05/06)
ბ-ნო Alsandro
თქვენი ჰობი გამაღიზიანებელი ნამდვილად არ არის. ვიკიპედია მოხარულია თქვენი ღვაწლით. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ, მაგ. სტატია მიკროეკონომიკა. 1. არ დაგავიწყდეთ გამუქება და 2. კაპიტალის - თქვენ ასე მუშაობთ. თხოვნა იქნება თქვენთან, რომ იმუშაოთ კაპიტალის. ალბათ საწინააღმდეგო არაფერი არ გექნებათ და თხოვნას მიიღებთ. ალბათ დამეთახმებით რომ ვიკიპედიის სტილი არ უნდა დაირღვეს.
აგრეთვე, თქვენი ხელმოწერა შეგიძლიათ სიგნატურით მოაწეროთ
პატივისცემით
მრეწველობა
რედაქტირებაukazravad latinurad, rom vwer on-line-ze problema maqvs qarTuli shriftisa. erti shekitxva maqvs shevaswore mushaxeli - ase xom ar gindodaT??? ikneb shemdeg is teqsti, raz tvitoeulze giweriaT cal-calke statiebi sheavsot.
pativiscemiT
Zangala 08:39, 14 ოქტომბერი 2005 (UTC)
kidev erti shekitxva makvs: mrewvelobashi zvlilebebi ratom sheitanet??? inglisur da germanul versiebs odnav gadavxede. txovna iqneba iqneb tkvenz gadaxedoT.
პატივისცემით
Zangala 09:01, 14 ოქტომბერი 2005 (UTC)
Zangala (ეს სახელი სწორად როგორ გამოითქმის - ცანგალა?) ლინკებში ჯერ კარგად ვერ გავერკვიე. ამ ეტაპზე ძირითადად ტექსტებზე და სტილზე ვმუშაობ. ტექნიკურ ელემენტებს Island მისწორებს ხოლმე და ამით კმაყოფილი ვარ. მომავალი კვირიდან შვებულებაში ვარ და თან თბილისშიც ვიქნები და უფრო მეტი დრო მექნება ტექნიკურ მხარეებსაც გავეცნო, უფრო დავხვეწო ჩემი წვლილი. ჯერჯერობით რაც შევიყვანე უფრო სამუშაო ვარიანტებია.
რაც შეეხება სტატიას მრეწველობაზე - აშკარად საბჭოთა პერიოდის სახელმძღვანელოდან იყო ამოღებული (სახალხო მეურნეობა იმ წყობის გადავარდნის მერე აქტიურად აღარ იხმარება). მე თავად ეკონომისტი ვარ და ამ მარქსისტულმა განსაზღვრებამ ცოტა არ იყოს გამაღიზიანა, ამიტომ ვცადე ინგლისური ვარიანტით ჩამესწორებინა. ჯერჯერობით ჩასწორებული ვარიანტიც არაა სრულყოფილი, მაგრამ ჩემს წიგნებს გადავხედავ და უფრო შევავსებ მოგვიანებით. - ალეკო (Alsandro
კატეგორია: 1666
რედაქტირებამგონი სადღაც შეცდომა მომივიდა, 1666 წლის მოვლენების ქრონოლოგია კატეგორიას მიეკუთვნება წლის ნაცვლად, როგორ შეიძლება მისამართის შეცვლა? წესით ისევე უნდა გამომსვლოდა, როგორც 1555... Alsandro 04:57, 15 ოქტომბერი 2005 (UTC)
- მოგესალმებით. თქვენ ალბათ "1666"-ის რედაქტირებაში შეხვედით "კატეგორია:დაბადებული 1666"-ის გვერდიდან და მოხვდით არა სტატია "1666"-ში, არამედ "კატეგორია:1666"-ში. კატეგორია:1666-ში რაც დაგიწერიათ, ყველაფერი გადაიტანეთ შემდეგ ადგილაზე http://ka.wikipedia.org/wiki/1666 -- Island 13:08, 16 ოქტომბერი 2005 (UTC)
- Island: გადატანაში Cut&Paste გულისხმობთ? ბმულების თავიდან გაკეთება და რედაქტირება ცოტა არ იყოს შრომატევადი იქნება ისევ. სხვა მეთოდი არ არსებობს გადამისამართების? Alsandro 15:48, 16 ოქტომბერი 2005 (UTC)
- Alsandro, ჯერ კატეგორია:1666-ზე "რედაქტირება"-ს დააჭერთ და შიგ რაც წერია, ყველაფერს Cut-ს გაუკეთებთ. შემდეგ, გვერდ http://ka.wikipedia.org/wiki/1666 -ზე ისევ "რედაქტირება"-ს დააჭერთ და Paste-ს გააკეთებთ. -- Island 16:05, 16 ოქტომბერი 2005 (UTC)
გვარი და სახელი
რედაქტირებაკვლავ მოგესალმებით. ერთი შენიშვნა მაქვს. სტატიებში როცა ადამიანების გვარ-სახელებს ბმულად აკეთებთ, ყურადღება მიაქციეთ გვარისა და სახელის თანმიმდევრობას. სტატიების სათაური უნდა იყოს ამ ფორმაში: გვარი, სახელი (ოღონდ აღმოსავლური გვარ-სახელების შემთხვევაში ზოგჯერ მძიმე არ არის საჭირო). -- Island 13:47, 16 ოქტომბერი 2005 (UTC)
- Island: ეს წესი რომელ კონვენციას ეფუძნება? ეს კონვენცია (ჩემი ინფორმაციით) მხოლოდ რუსულ და ზოგიერთ სლავურ ენებს ეხება, მაგრამ დანარჩენებისთვის მიუღებელია. საბჭოთა მთავრობამ სცადა უნიფიცირება მოეხდინა მასში შემავალი ყველა ენებისთვის, მაგრამ ეს პრაქტიკული არ აღმოჩნდა, ვინაიდან ქართული ენა რუსულს არ ენათესავება. მაგ. "სერ ისააკ ნიუტონი" უნდა იყოს "სერ, ნიუტონი, ისააკ"? ან "ანრი დე ლა ტურ დ'უვერნი" უნდა იყოს "დ'უვერნი, ანრი დე ლა ტურ" ან უფრო უარესი "უვერნი, ანრი დე ლა ტურ დე"? საქმე უფრო რთულდება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიურ ენებში, სადაც საერთოდ გაუგებარია რომელია თავი და ბოლო. ალფაბეტური ტაბულაციისთვის მოსახერხებელი თუ არის, მაშინ გერმანიკული და ლათინური ენების ვერსიები რატომ არ ემხრობიან? უფრო მეტი, მაგ. ძიება - "ბალზაკი" ან "ონორე დე ბალზაკი" შედეგს არ მაძლევს თუ არ შევიყვანე სპეციფიკურად "ბალზაკი, ონორე დე", რაც ჩემის აზრით არანატურალურია, ანუ არა "user-friendly". თუ ამ თემაზე დისკუსია უკვე არსებობს, მადლიერი დაგრჩებით თუ ბმულს მომაწვდით. :) Alsandro 16:34, 16 ოქტომბერი 2005 (UTC)
კი, თავიდან ამ თემაზე დიდი დისკუსია იყო (თუმცა მე არ ვერეოდი). ამ დისკუსიის შინაარსს კომპაქტურად ვერ მოგაწოდებთ, მაგრამ იხილეთ Sopho-ს, Zangala-სა და ავთანდილის განხილვის გვერდებზე შესაბამისი ადგილები. -- Island 16:58, 16 ოქტომბერი 2005 (UTC)
მოგესალმებით ცანგალა - თქვენ სწორედ მიხვდით. რადგანაც გერმანულ ენაში Z არის ც ამიტომ ეს იკითხება როგორც ც და არა როგორც ინგლისურში ზ.
ახლა რაც შეეხება ნიუტონს. სტატიის სათაური უნდა იყოს ნიუტონი, ისააკ. სტატიის სათაურში არ უნდა იხმაროთ სერ. უბრალოდ იმიტომ, რომ საძიებელში ნ-ში ჩაჯდეს და არა ს-ში. სერ შეგიძლიათ იხმაროთ სტატიაში.
პატივისცემით
Zangala 12:08, 17 ოქტომბერი 2005 (UTC)
მინდა გითხრათ, რომ თარიღები ყველა 12 თვის უკვე შექმნილია და თხოვნა მექნება, რომ ყველაფერი მოვლენები, დაბადებულები და ა. შ. იქ ჩაწეროთ. თანაც ოქტომბერი უნდა დაწეროთ და არა ოქტომბერო. ამჟამად თქვენი სტატია "18 ოქტომბერო" ოდნავ შევასწორე და გადავიტანე სტატიაში "18 ოქტომბერი".
პატივისცემით
Zangala 09:31, 18 ოქტომბერი 2005 (UTC)
კიდევ ერთი რამე მინდა გირჩიოთ - მთავარ გვერდზე არსებობს ძიება. როდესაც გსურთ ახალი სტატიის შექმნა სათაური ჩაწერეთ იქ. დააჭირეთ სტატიას, შემდეგ გამოჩნდება ასეთი სტატია "შეგიძლიათ ამ სათაურით შექმნათ სტატია" (თუ სტატია არ არსებობს), დააჭირეთ ამას და ჩაწერეთ ახალი სტატია. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ როდესაც იქ ჩაწერთ მაგალითად "18 ოქტომბერი" იქ პასუხს მიიღებთ, თუ რამდენი სტატიაა ამ სათაურით.
პატივისცემით
Zangala 15:12, 18 ოქტომბერი 2005 (UTC)
27.10.2005
რედაქტირებალეპიდოპტერიაში (lepidoptery) - ქართულად ქერცლფრთიანები სინესთეტი (ინგ. synaesthesia) - ქართულად სინესთეზია
პეტერბურგი - ეს სახელი ერქვა 1703-1914 წლებში. ნაბოკოვის ბიოგრაფიულ მონაცემებში - სანქტ-პეტერბურგი
ცნობისთვის რუსული სახელები "იჩებით" - "ვიკიპედია"-ში დაიმკვიდრა (ჩემთან არა) - თბილისი ამას ასე არ ხმარობს. ჯერ ენათმეცნიერებმა უნდა მიიღონ.
იშიგურო, კაზუო - იშიგურო კაძუო (მძიმის გარეშე)
--Zangala 07:59, 27 ოქტომბერი 2005 (UTC)
- ლეპიდოპტერია არის მეცნიერება, რომელიც ქერცლფრთიანებს შეისწავლის და ისე უნდა დარჩეს როგორც წერია.
- სინესთეტი არის სინესთეზიით დაავედებული და ისე უნდა დარჩეს როგორც მიწერია, ინგ. მოყვანილი მაქვს სინდრომის ზოგადი სამედიცინო სახელისთვის (ლათინური შესატყვისი არ არის, ბეძნულიდანაა). ანუ, ნაბოკოვი სინესთეზია არ იყო, ის სინესთეტი იყო.
- კაზუო იშიგურო ბრიტანელია და მისი სახელი ბრიტანულად ასე გამოითქმის, ანუ მას შემდეგ რაც მისი ოჯახი იაპონიიდან გადმოსახლდა მათ თავიანთი სახელების დაწერის წესი შეიცვლაეს, ე.ი. ამ შემთხვევაში იგი იაპონურ წესს აღარ ექვემდებარება და ასე უნდა დარჩეს. ანუ - იშიგურო, კაზუო.
- სხვა დანარჩენზე ან typo-ა გაპარული ან ცნობისთვის მოვიყვანე და თქვენ პირადად არ გეხებოდათ. თუ რომელიმე ტერმინის ქართული შესატყვისი იცით თავად შეგიძლიათ შეცვალოთ. Alsandro 16:57, 27 ოქტომბერი 2005 (UTC)
დოლარი
რედაქტირებაგამარჯობა ალსანდრო. თემაში ბრაუნის უნივერსიტეტი რამდენიმეჯერ გაქვს ნახმარი ფორმა "აშშ დოლარი". ჩემი აზრით გრამატიკულად უფრო გამართული იქნება ფორმა "აშშ-ს დოლარი" ან სულაც უმჯობესი თუ "აშშ" საერთოდ არ ვიხმართ და "დოლარი" დაიწერება შემდეგი ფორმით "დოლარი (აშშ)|დოლარი". რაკი დოლარი მრავალი ქვეყნის ვალუტაა შესაბამისად ფრჩხილებში მიეწეროს ქვეყნის სახელი. მაგ: [დოლარი (კანადა)|დოლარი], [დოლარი (ავსტრალია)|დოლარი] და ა.შ.
პატივისცემით Giorgi Maruaschwili 09:18, 1 ნოემბერი 2005 (UTC)
- გმადლობ, გიორგი. შემოკლებაში (აბრევიატურაში) ბრუნვის ბოლოსართის მითითება საჭირო არ არის, მაგ. "ფრ. ფრანკი" და არა "ფრ.-ული ფრანკი". ან კიდევ, "ალჟ.-ის (თუ -ული) დინარი" "ალჟ. დინარი"-ს ნაცვლად, და ა.შ. თანაც, ჩემის აზრით, "აშშ დოლარი", "ფრ. ფრანკი" და "ალჟ. დინარი" ვიზუალურად უფრო ადვილი აღსაქმელია ვიდრე "დოლარი (აშშ)" ან "ფრანკი (ფრ.)", ან "დინარი (ალჟ.)". იმედია დამეთანხმებით. Alsandro 13:30, 1 ნოემბერი 2005 (UTC)
გამარჯობა ალსანდრო
თუკი აბრვიატურა კუთვნილებით ბრუნვაშია მაშინ აუცილებელია კუთვნილებითი ბრუნვის ნიშნის -ის (-ს) გამოყენება. მაგ.: ნატო-ს ქვეყნები, გაერო-ს გენ. მდივანი, სსრკ-ს მარშალი, ეუთო-ს მისია და ა.შ. "აშშ-ს დოლარი" იგივეა რაც "ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი" ანუ კუთვილებით ბრუნვასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე აუცილებელია "-ის (-ს)" ხმარება.
რაც შეეხება "ფრ. ფრანკი" აქ "ფრანგული" კუთვნილებითი ბრუნვა არაა, არამედ განსაზღვრებაა და ასეთი შემოკლებული ფორმით ხმარება მისაღებია. რაც შეეხება იმას თუ რა უფრო ადვილი აღსაქმელია, ვფიქრობ როცა ვამბობთ "დოლარს" იქ მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა "ამერიკულ დოლარს" გულისხმობს და მოიაზრებს. ხოლო თუ სპეციფიურად სხვა ქვეხნის დორალზე გვაქვს საუბარი მაშინ ვუთითებს თუ რომელი ქვეყნის დოლარს ვგულისხმობთ. მაგ.: დოლარი = აშშ-ს დოლარს, კანადური დოლარი=კანადური დოლარს. პარალელი გაავლე: ფეხბურთი=ევროპულ ფეხბურთს, ამერიკული ფეხბურთი=ამერიკულ ფეხბურთს.
რაც შეეხება აშშ-ს, კანადის და ა.შ. დოლარის შემდგომ ფრჩხილებში ჩაწერას მე ვგულისხმობდი ვიკიში გვერდების ასეთი სახელით შექმნას. ანუ აშშ-ს დოლარზე გვერდი შეიქმნება "დოლარი", კანადის დოლარზე - "დოლარი". სტატიაში დოლარის შემდეგ აშშ-ს ან სხვა ქვეყნის ხმარება აუცილებელი არაა.
პატივისცემით Giorgi Maruaschwili 15:45, 1 ნოემბერი 2005 (UTC)
- ჰმმ... მაშინ კიდევ ერთი ალტერნატივა არსებობს (უნიფორმიზაციისთვის): თუ ყველა დანარჩენი ქვეყნისთვის არაკუთვნილებითი ფორმა გამოიყენება მაშინ "აშშ-ს დოლარის" ნაცვლად "ამ. დოლარი", "ამერ. დოლარი" ან "ამერიკული დოლარი" გამოყენება ხომ არ აჯობებს? Alsandro 16:46, 1 ნოემბერი 2005 (UTC)
"ამერიკული დოლარი" მართებული ფორმაა... მაგრამ რაკი "ამერიკის" როგორც ქვეყნის შემოკლებული ფორმა ქართულ ენაში "აშშ"-ა ამიტომ ან ""აშშ-ს დოლარი" უნდა იხმარო ან "ამერიკული დოლარი" ამ სრული ფორმით... არჩევანი შენთვის მომინდვია. Giorgi Maruaschwili 17:22, 1 ნოემბერი 2005 (UTC)
"აშშ-ს დოლარი" (შტატებს) ალბათ ""აშშ-ის (შტატების )დოლარი"". მაგრამ Alsandro-ს შემოთავაზება "ამერიკული დოლარი" ჯობია.
Zangala 17:34, 1 ნოემბერი 2005 (UTC)
"რბილი" თანხმოვნები
რედაქტირებამაგ. ამერიკის შტატების სახელებში: "ნიუ-ჰემპშირი" - "ნიუ-ჰემფშირი" ხომ არ უნდა იყოს? ასევე: "კონექტიკუტი" - "კონეკტიკუტის" ნაცვლად. ქართულად "მეინის შტატი" ნამდვილად "მენი"-ა?
ვინაიდან ეს საკითხი საორჭოფოა და მომხმარებელი ძიებაში ასეთ სახელებს ან ერთი ფორმით შეიყვანს ან მეორეთი, ხომ არ ჯობია ბმული ორივე ვარიანტით არსებობდეს და ერთს სტილისტურად უფრო სასურველ მეორე ბმულზე გადავყავდეთ?
მაგ. ჩემთვის (როგორც მომხმარებლისთვის) უცნობი იყო Rhode Island-ის ფორმა "როდ-აილენდი" და ძიებაში როუდ აილენდი შემყავდა. შემდეგ ამავე სახელწოდებით სტატიაც შევქმენი, თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ "როდ-აილენდი" უკვე არსებობდა და "როუდ აილენდს" გადამისამართება გავუკეთე. სასურველი იქნება რომ ასეთი გადამისამართება გაუკეთდეს ყველა სახელს, რომელიც რამდენიმე სახელით არის პოპულარულად ცნობილი, მომხმარებილითვის ამა-თუ-იმ სტატიის პოვნა უფრო ადვილი რომ გახდეს. (მაგ. ნიდერლანდი-ს პოვნა შესაძლებელი იყოს "ნიდერლანდები" შეყვანით, სადაც შესაბამისად მითითებული იქნება ტერმინის დოკუმენტურად სწორი ფორმა. Alsandro 18:35, 1 ნოემბერი 2005 (UTC)
ასეთი შეკითხვა მაქვს: მაგ. თუ "როუდ აილენდს" ან "ნიდერლანდები" არასწორი ფორმებია რატომ უნდა იყოს ვიკი-ში?
Zangala 18:45, 1 ნოემბერი 2005 (UTC)
- (ეს თემა ყავახანაშიც გავიტანე). თქვენს მიერ ნახსენები ფორმები "არასწორია" ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით, რომელიც გამოცემულია 1984 წელს. ენა გამუდმებით ვითარდება და ლიტერატურულსა და პოპულარულ (ანუ ყოველდღიურ ხმარებაში არსებულ) ენებს შორის ზღვარი რომ არ გაიზარდოს, მას დროდადრო გადახედვა და ე.წ. update სჭირდება. ვიკიპედიის დანიშნულებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი მომხმარებელი პოპულარული ენით მოსაუბრე ადამიანია და იმ ფორმით ეძებს ამა თუ იმ ტერმინს რაც პოპულარულ ხმარებაშია. თუ ვიკიპედია პოპულარ უნას არ დაემორჩილა მისი (ვიკიპედიის) პოპულარობა სათუო გახდება. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ვიკი ქუჩის ენით ამეტყველდეს, მაგრამ იგნორირებასაც ვერ გავუწევთ მას.
- მაგ. ინგლისურ ენაში სიტყვა "Google" ოფიციალურად ზმნა გახდა შარშანდელს შემდეგ (Oxford English Vocabulary), მას მერე რაც მან პოპულულად ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების მნიშვნელობა შეიძინა. Alsandro 19:35, 1 ნოემბერი 2005 (UTC)
ალსანდრო,
არსებობს უცხოურ პირთა და გეოგრაფიული სახელთა გადმოცემის გარკვეული ტრადიცია და მათი მართლწერა ძირითადად მყარია. "თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმები". თქვენ როგორც ამერიკაში მცხოვრებს მოგწერთ ინგლისური ენის ხმოვნების გადმოცემას ქართულ ენაში (ამას ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასთან არავითარი კავშირი არ აქვს):
მაგ.A
a - ა: Aberystwyth -აბერისტუით-ი
a - ეი David - დეივიდ-ი
a - ო Galsworthy - გოლზუორთი
a - ე Birminham - ბირმინგემი
ae - ი Aegis - იჯისი
ai და ay - ეი: Clay - კლეი
ai - ე: Cairns - კერნზი
au და aw- ო: Austin - ოსტინი Shaw - შო.
და ა.შ. ჯერ ეს ყველაფერი შეცვალე ოღონდ ვიკიპედიაში კი არა ენათმეცნიერების ინსტიტუტში თბილისში. იმედია ამერიკაში რეფორმების ჩატარების შემდეგ იცვლება ყველაფერი. საქართველოშიც დაველოდოთ ქართული სალიტერატურო ნორმების შეცვლას.
ე.წ. update - ქართულად განახლებას ნიშნავს.
პატივისცემით
Zangala 21:03, 1 ნოემბერი 2005 (UTC)
- მე მგონი სადავო არაფერია. ინგლისური ენა არ იცნობს გამოთქმის კანონყომიერებს და აქედან გამომდინარე ვერავინ, მათ შორის ქართველიც ვერ დააკანონებს თარგნის კანონებს. მაგ. ლეისტერი - Leicester და როჩესტერი - Rocester ერთნაირად იწერება, მაგრამ სხვადასხვაგვარად გამოითქმის. აქედან გამომდინარე კანონზომიერება არ გამოგვადგება. ასეთი მაგალითების მოყვანა უამრავის შეიძლება, მითუმეტეს ინგლისური ენიდან. ისეთი სახელები რომლებიც უკვე დამკვიდრებულია ქართულში საუკუნეების განმავლობაში რათქმაუნდა არ შეიცვლება, მაგრამ რა ვქნათ როცა წავაწყდებით ისეთ სახელს რომელიც ქართულ ენციკლოპედიაბში შეტანილი არაა? ამ შემთხვევაში ალბათ აჯობებს ისე გადავთარგნოთ როგორც ჟღერს.
იყო ასეთი მაგალითიც, როცა გერმანული გვარები სადაც გვხვდებოდა კონსონატი "tz" თარგმნილი იყო ხან „ც“, ხან „ტც“. მაგ. რატცინგერი (Ratzinger) და დენიცი/დიონიცი (Dönitz). მე ვიტყოდი, რომ პირველი თარგმნა კაცმა რომლიც არ იცნობს/ნაკლებად იცნობს გერმანულ ენას, მეორე კი ნაცნობი გვარია და ნაცნობი ფორმით დატოვა. არადა ორივეგან უნდა იყოს „ც“, ანუ „რაცინგერი“, „შულცი“ (Schultz) და არა „შულტცი“ და ა.შ.
მოკლედ, თუ ერთმანეთს დახმარების ფორმით მივმართავთ და არა ნისნის მოგებით უკეთესი იქნება ჩვენთვის და ვიკიპედიისთვის. 84.58.204.48 22:43, 1 ნოემბერი 2005 (UTC)
- რამდენიმეჯერ უკვე აღვნიშნე, რომ ცანგალას წერის სტილი ხშირად გამაღიზიანებელია. მეტი დიპლომატიურობა გმართებთ. ჩემი შეკითხვები მომხმარებლის თვალსაზრისით მოვიყვანე. თუ ვიკიში რაიმე სტატიის საპოვნელად ჯერ რომელიღაც ზემოთ მოყვანილ წყაროებში უნდა ვიქექოთ მაშინ ვიკის გამოყენებას აზრი აქვს? ვიკი ამომწურავი უნდა იყოს და ნებისმიერი სიტყვის არსებულ/პოპულარულ ფორმას მოიცავდეს.
- მეორე: კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს ვინმე გამცემს? კონექტიკუტს და ნიუ-ჰემფშირს ვგულისხმობ. Alsandro 14:17, 3 ნოემბერი 2005 (UTC)
ბატონო Alsandro,
არ მესმის რატომ ღებულობთ ჩემს წერილებს გამაღიზიანებელ ტონად. რაც შეეხება "ნიუ-ჰემფშირს" - ვიკიპედიაში არსებობს სტატია "ნიუ-ჰემპშირი" . ინგლისური "p" ქართულში "პ", ხოლო ინგლისური "ph" ქართულის "ფ" და აგრეთვე "კონექტიკუტი". წესით ყველა უცხოენოვანი ბგერისა და ბრეგათკომპლექსის გადმოცემა ქართულში უნდა იყოს მოთავსებული ვიკიპედიაში და შემდეგ პრობლემები არ იქნება.
პატივისცემით
Zangala 16:24, 3 ნოემბერი 2005 (UTC)
- იგივე პრინციპით, სადაც ვიკიში კონექტიკუტია კონეკტიკუტის ნაცვლად, უნდა იყოს ნიუ-ჰემფშირი და მასაჩუსეთსი. ინგლისურში P უმეტესწილად ფ არის ვინემ პ, ასევე T არის თ და არა ტ. ph გამოითქმის როგორც f და არა ფ. (მაგ. Philadelphia ორივეგან f-ით გამოითქმის). ასევე, Maine (შტატი) გამოითქმის როგორც მეინი და არა მენი. Alsandro 23:37, 3 ნოემბერი 2005 (UTC)
ბატონო ალსანდრო,
ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ ინგლისურ ენას.
C (e,(ae) i, y-ს წინ) - ს: Cinderford სინდერფორდი, iceberg, city
-ც (ლათ.): Ceres, Cicero, Scylla
-ჩ(იტალ.) : violoncello, cicerone
C (სხვა შემთხვევებში) - კ (და არა ქ): Catherine - კათრინი (და არა ....)
Ch - ჩ: Chichester - ჩიჩესტერი, Chicago - ჩიკაგო
Ch (ბერძნული და, აგრეთვე გერმანული წარმოშობის სახელებში) - კ : Christoper- კრისტოფერი
Ck - კ (და არა ქ): Pocklington პოკლინგტონი
შეიძლება საქართველოში არასწორი ინგლისური ენის სწავლებაა ............
პირადად მე მაქვს, თუ როგორ იწერება ქართული ლათინურად(მეცნიერულად) და გერმანულად - Information and documentation - Transliteration of Georgian characters into Latin characters (ISO). ასევე არსებობს პირიქით ყველა ენებიდან ქართულზე (შედგენილი საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ).
Maine (შტატი) გამოითქმის როგორც მეინი და არა მენი - აქ შეცდომაა და გასწორდება.
თუ გნებავთ T - ზე მოგვიანებით მოგწერთ პირად მისამართზე(თუ თქვენი სურვილი იქნება). ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან ინგლისურ ენოვანი F ქართულად როგორ არის?
პატივისცემით
Zangala 08:39, 4 ნოემბერი 2005 (UTC)
- ზემოთ მოყვანილ მაგალითებსა და ნიუ-ჰემფშირი/მასაჩუსეთსს შორის კავშირს ვერ ვხედავ. როცა (უცხო) სიტყვაში მრავალი თანხმოვანია, მათი შერბილება სიტყვას უფრო კეთილხმოვანს ხდის, მითუმეტეს რომ ინგლისურადაც ასევე გამოითქმის. თქვენვე მედავებოდით, რომ საკტ-პეტერბურგის ნაცვლად სანქტ-პეტერბურგის გამოყენება სჯობს, იმიტომ რომ ქართული ვერ იტანს და ა.შ.
- თვენს მიერ ზემოთ მოყვანილი წყარო ქართულიდან ლათინურად გადატანისთვის გამოგადგებათ და არა პირიქით.
- ასო-ბგერა f-ის ქართულად თარგმნაში ორაზროვნება არ არის, ვინაიდან მისი მხოლოდ ერთი მიახლოებული შესატყვისი არის, ასე რომ თქვენი სარკაზმი უადგილოა. P და T გადმოქართულება უფრო პრობლემურია და კონტექსტში უნდა მოხდეს.
- საქართველოში განათლების სისტემის მდგომარეობა კომენტარს არ საჭიროებს.
- ჩემი არგუმენტების მიზანი არის ვიკიპედია უფრო პრაქტიკული გახდეს მომხმარებლისთვის და არა იმაზე დავა თუ რა არის უფრო გამართული ან სწორი. Alsandro 19:17, 6 ნოემბერი 2005 (UTC)
ბატონო Alsandro
":თვენს მიერ ზემოთ მოყვანილი წყარო ქართულიდან ლათინურად გადატანისთვის გამოგადგებათ და არა პირიქით" - ეს მეც დაგიწერეთ(იხილეთ ზემოთ დაწერილი ტექსტი). ვიკიპედია პრაქტიკული უნდა იყოს (გეთანხმებით), მაგრამ ენციკლოპედიური ნორმები არ უნდა დაკარგოს. Zangala 20:11, 6 ნოემბერი 2005 (UTC)
კულინანის "მარგალიტი"
რედაქტირებაგამარჯობა ალსანდრო. კულინანი "მარგალიტი" კი არა, არამედ "ალმასი" იყო (იხ. თემა [[1]]), რომელიც შემდგომ დაამუშავეს რამდენიმე "ბრილიანტად". თუ შეგიძლია ჩაასწორე შენი თემა. პატივისცემით Giorgi Maruaschwili 10:43, 10 ნოემბერი 2005 (UTC)
- გიორგი: მარგალიტი შესანიშნავი ქართული სიტყვაა და მისი ხმარება შეიძლება ორივე ზემოთ ხსენებული უცხო სიტყვის მაგივრად. Diamond თარგმნის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული და ყოველ ავტორს თავისი აზრი გააჩნია. სიტყვა "ალმასი" არ გამხსენებია ტექსტის თარგმნისას, მაგრამ "ბრილიანტის" ხმარებისგან უდავოდ თავი შევიკავე, ძალიან მახინჯია. მე უფრო ვორჭოფობ სახელი კულინანის თარგმნის სისწორეზე (ალტ. კალინენი). თუმცა ალბათ მთლიანად ტექსტსაც ცოტაოდენი გამართვა სჭირდება. Alsandro 13:50, 10 ნოემბერი 2005 (UTC)
ალსანდრო: "მარგალიტი" სიტყვა ქართულ ენაში აღნიშნავს ორგანული წარმოშობის ძვირფას მინერალს (ქიმიური სახელი - კალციუმკარბონატი CaCO3), რომელიც მოლუსკის ნიჟარაში მოიპოვება. ინგლისურად მისი შესატყვისია - Pearl , გერმანულად - Perle, რუსულად - Жемчуг. ხოლო "ალმასი" ეწოდება ბუნებრივი წარმოშობის მინერალს, რომელიც არის ნახშირბადის მოლეკულის (ლათინურად Carbonium) ერთ-ერთი სახეცვლილება. (ნახშირბადის მოლეკულის სხვა სახეცვლილებებია "გრაფიტი" და "ფულერანი") "ალმასის" ინგლისური თარგმანია - Diamond, გერმანული - Diamant, რუსულად - Алмаз. სახელწოდება მოდის ბერძნული "diaphainein"-დან, რაც "გამჭვირვალეს" ნიშნავს.
"ალმასის" ძველქართული ფორმებია: "ადამანტი" (ბერძნული "adamantos" - "უძლეველი") ან "ქვა მაგარი" (იხ. "ვეფხისტყაოსანი": "გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა"). აქედან გამომდინარე "კულინანი" არის იყო ალმასი და არა მარგალიტი. ამიტომაც არაა მართალი "კულინანის" მარგალიტად მოხსენიება. სახელს რაც შეეხება, შეგიძლია "ქალინენი" იხმარო. მეც ეგ უფრო სწორ ფორმად მიმაჩნია.
ბრილიანტის შესახებ: ინგლისურში "ბრილიანტი" ჰქვია ალმასის დამუშავების/კვეთის ყველაზე გავრცელებულ მეთოდს. აქედაბ გამომდინარე იგი საერთაშორისო სიტყვაა, რომელიც "დამუშავებული/გათლილი ალმასის", როგორც ძვირფასი ქვის შესატყვისად იხმარება, განსხვავებით დაუმუშავებელი ალმასისაგან,რომელიც ძვირფასი მინერალია. ასეთი შინაარსით სიტყვა "ბრილიანტი" იხმარება რუსულ (алмаз, бриллиант) და გერმანულ ენებში (Diamant, Brilliant). "მახინჯად" ჟღერს თუ არა ეს სიტყვა ეს მგონი სხვა თემაა. პატივისცემით Giorgi Maruaschwili 15:05, 10 ნოემბერი 2005 (UTC)
- ჰმმ, გეთანხმები, ალმასი უფრო მართებულია. ინგლისურში სიტყვა ბრილიანტს არ ხმარობენ, ქართულში სხვა შესატყვისი არ მოიძებნება? ბრილიანტისგან განსხვავებით "მახინჯი"-ც შესანიშნავი ქართული სიტყვაა, რატომ უნდა იყოს სხვა თემა? Alsandro 15:58, 10 ნოემბერი 2005 (UTC)
სხვა შესატყვისი არ გვაქვს. როგორც შენ გენებოს ან ალმასი იხმარე ან ბრილიანტი. ჩემთვის ორივე მისაღებია. Giorgi Maruaschwili 16:21, 10 ნოემბერი 2005 (UTC)
ორღანი თუ ორგანი?
რედაქტირებაგამარჯობათ Alsandro,
http://www.conservatoire.ge/gist.html - ორგანი და არა ორღანი. ეს არის თბილისის კონსერვატორიის გვერდი.
Zangala 09:05, 9 დეკემბერი 2005 (UTC)
- შესაძლებელია, თუმცა ნახევარი საქართველო მაინც ორღანს უწოდებს და რედირექტი საჭიროა. Alsandro 13:39, 9 დეკემბერი 2005 (UTC)
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონში - ორგანია. ნახევარ საქართველომ უნდა ისწავლოს სწორი ფორმა. აქედან გამომდინარე - არასწორი ფორმა უნდა წაიშალოს. Zangala 14:26, 9 დეკემბერი 2005 (UTC)
- ორღანის ორგანზე რედირექტით ისწავლიან სწორედ. და ამიტომ უნდა დარჩეს. Alsandro 14:33, 9 დეკემბერი 2005 (UTC)
ვიადუკი
რედაქტირებაგაუ! წაიკითხე ჩემი შენიშვნა ვიადუკის თაობაზე ? მილოს ვიადუქტი - სათაური ხო არ ჩავასწოროთ ? გიორგი მარუაშვილი 17:20, 15 დეკემბერი 2005 (UTC)
- გაგიმარჯოს! შენიშვნა ეხლა ვნახე. გერმ. და ინგ. ვიადუქტია და ქართულზე დარწმუნებული არ ვიყავი. რახან ასეა, რედირექტს გავუკეთებ, რომ ორივემ სწორ ფორმაზე მიგვიყვანოს. გმალდობ. Alsandro 18:07, 15 დეკემბერი 2005 (UTC)
კარიბები
რედაქტირებაგაუ ალსანდრო. ქართულად მართებულია "კარიბის ზღვა", რაკი კარიბის ზღვას სანაპირო არ აქვს ამიტომ ამ ზვაში/ზღვასთან მდებარე ქვეყნებს ეწოდებათ "კარიბის ზღვის ქვეყნები/კარიბის ქვეყნები", (შეადარე "ბალტიის ქვეყნები/ბალტიის ზღვის ქვეყნები") ხოლო ამ მხარეს "კარიბები" (ბალტიისპირეთი, ანტილები, ფილიპინები). გიორგი მარუაშვილი 19:24, 29 დეკემბერი 2005 (UTC)
Could you please write a stub http://ka.wikipedia.org/wiki/Kur%C3%B3w - just a few sentences based on http://en.wikipedia.org/wiki/Kur%C3%B3w ? Only 2 -5 sentences enough. Please. Pietras1988 20:00, 30 იანვარი 2006 (UTC)
Thx for article. You see: http://pl.wikipedia.org/w/index.php?title=Kur%C3%B3w_%28powiat_pu%C5%82awski%29&action=history Pietras1988 21:32, 30 იანვარი 2006 (UTC)
I need so help
რედაქტირება- Hello again! I'm working on the Georgia's spanish wikipedia to expand it, but I have a question. The national motto, ძალა ერთობაშია, translated is "The strengh is in unity" or "The power is in unity" ? Thanks [again]!
- [ოზტრელი] | (ჩილე !) 23:35, 7 თებერვალი 2006 (UTC)
Alsandro, გრიგორიანული კალენდრის განმარტებაში წერია გრიგოლ XIII დროს შემოიღეს - აქედან არის სახელწოდება გრიგორიანული - გრეგორირიანული ვინ იხსენიებს???Zangala 23:03, 12 თებერვალი 2006 (UTC)
- გრიგოლ XIII ქართველი იყო?? იმ პაპის სახელი გრეგორია და ამიტომ კალენდარიც გრეგორიანულია. ქართულად სტატია მცდარი სათაურითაა. Alsandro 23:10, 12 თებერვალი 2006 (UTC)
ნახე რომის პაპების სია - ვისი გაკეთებულია გიორგი მარუაშვილის და ქართულად გრიგოლი არის და არა გრეგორი. გეთახმები გრიგოლი ქართველი არ იყო.Zangala 23:15, 12 თებერვალი 2006 (UTC)
- პაპების სახელებზე კამათი ნამდვილად არ მინდა. თუმცა სად არის ზღვარი, როდესაც ზოგიერთი სახელის გადმოქართულებაზე მთელი ქარ-ცეცხლი ტრიალდება და ზოგიერთზე პირიქით? პაპები გამონაკლისი რატომ გახდა არ მესმის. რახან ქართულად გრიგოლია, კალენდარსაც "გრიგოლიანური" ხომ არ უნდა დარქმეოდა? ეს ისე, ხუმრობით, თუმცა რედირექტი გრეგორიანულზე მაინც უნდა დარჩეს. Alsandro 23:23, 12 თებერვალი 2006 (UTC)
გრიგორიანული თუ გრეგორიანული კალენდარი
რედაქტირებაAlsandro, არ ვიცი გრიგორიანული კალენდრის განხილვაში ჩაწერილი ეს ვებ.გვერდები ნახე თუ არა. მაგრამ მე მინდა რომ შენ ამას გაეცნო - განსაკუთრებით http://gregoriana.kalendario.io.ogarnij.com/, სადაც მოცემულია თუ რომელ ენაზე როგორ არის დასახელება.
http://orthodoxy.wanex.net/apologetika/kalendari1.php
http://gregoriana.kalendario.io.ogarnij.com/
http://www.patriarchate.ge პატივისცემითZangala 09:21, 14 თებერვალი 2006 (UTC)
footnote - სქოლიო http://microsoft.ugt.ge/Dictionary.aspx Zangala 15:42, 21 თებერვალი 2006 (UTC)
- gmadlob. Alsandro 21:50, 21 თებერვალი 2006 (UTC)
ალსანდრო, რას ნიშნავს აცრ? პასუხისთვის წინასწარ მადლობა.Zangala 21:08, 21 თებერვალი 2006 (UTC)
- აცრ - "ასევე ცნობილი როგორც", მსგავსად ინგ. aka - "also known as". Alsandro 21:50, 21 თებერვალი 2006 (UTC)
სიმართლე გითხრა ასეთი შემოკლება ნამდვილად არ გამიგია.ფილოლოგებს უნდა შევეკითხო.Zangala 22:11, 21 თებერვალი 2006 (UTC)
Request for article
რედაქტირებაGreetings Alsandro, Could you also help write a stub for the article: [2] - just a few sentences based on http://en.wikipedia.org/wiki/True_Jesus_Church ? Only 2 - 5 sentences will be enough. Please. -- Jose77
Thankyou very very much for your contributions!, if there is any article/s that you would want me to translate to Chinese wikiepdia, then I can help out -- Jose77.
alsandro, ნახე 1003 სერი ფერი შევცვალე - კარგია?Zangala 23:18, 22 თებერვალი 2006 (UTC)
- მართალია, ნაკლებად თვალშისაცემია, თუმცა ჩემს პაუერბუკზე თითქმის ვერ შევნიშნე. პრობლემა ეს იმდენად არაა, როგორც თვით ეს შენიშვნა სხვა მნიშვნელობის სტატიების შესახებ. თვით სტატიაში იგი მეორეხარისხოვანია და თუმცა მის თავში უნდა იყოს მოთავსებული, თვალისმომჭრელი არ უნდა იყოს. ამიტომ მირჩევნია ამ შენიშვნის შემცირებული შრიფტით მითითება. სტატიის თავში რუხი ყუთი დიზაინის მხრივ ესთეტიურად არც თუ ისე სასიამოვნო აღსაქმელია, მითუმეტეს რომ მასში მოცემული ინფორმაცია პირველხარისხოვანი არ არის. 67.142.130.25 04:12, 23 თებერვალი 2006 (UTC) (ალსანდრო)
დამოუკიდებელი აფხაზეთი ინგლისურენოვან ვიკიპედიაში
რედაქტირებაგამარჯობათ! უკვე რამოდენიმე კვირაა, მე მიწევს ”ბრძოლა” ინგლისურენოვან ვიკიპედიაში. კერძოდ, დამოუკიდებელ ქვეყანათა სიაში. ამ სიაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან წარმოდგენილნი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები. აფხაზეთი კი სიაში პირველია და სწორედ მას ხედავს შემოსული მომხმარებელი პირველს. ინგლისურენოვან ვიკიპედიას კითხულოს მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში, განსაკუტრებით დასავლეთში. ყოველდღიურად უამრავი უცოელი იღებს ინფორმაციას დამოუკიდებელი აფხაზეთის არსებობის შესახებ. ორიოდე კვირის წინ მე თითქოს მივაღწიე წარმატებას და გამოვაყვანინე სეპარატისტული რეგიონები სუვერენული სახელმწიფოების სიიდან. სამწუხაროდ პრობლემები ისევ დაიწყო და ამჟამად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ არიან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ნუსხაში. მარტოდ მარტო მე უკვე ძალიან მიჭირს ამ პრობლემის მოგვარება. ქართული ვიკიპედიის რედაქტორებს ძალიან ვთხოვ მიიროთ მონაწილეობა ამ საკიტხის გადაწყვეტაშჳ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ოპონენტებმა საბოლოოდ მიაღწიონ საქართველოს ნაწილების დამოუკიდებელი ქვეყნების სიაში დარჩენას. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სია აქ არის: http://en.wikipedia.org/wiki/List_of_sovereign_states
სურათები
რედაქტირებაგამარჯობა alsandro, სურათებს თუ არ აკეთებ ჯობია სულ არ შეიტანო სტატიაში.Zangala 11:34, 28 თებერვალი 2006 (UTC)
- ვერ მივხვდი რას გულისხმობ. რას ნიშნავს სურათებს არ ვეკეთებ? ჩემი პაუერბუკიდან მხოლოდ IP მისამართით მიწევს შეყვანა და სურათის upload-ს ვერ ვაკეთებ, რასაც მეორე დესკტოპ კომპიუტერიდან ვასრულებ ხოლმე, როგორც წესი, დღის განმავლობაში. Alsandro 15:06, 28 თებერვალი 2006 (UTC)
ყველაფერი გასაგებია. ვლადიკავკაზი;გერგიევი, ვალერი;ჰომეროსი. უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, თუ სურათების შეყვანის გამო(upload) პრობლემა გაქვს ჯობია სულ არ შეიტანო სურათის ტექსტი (link), რადგან სტატიას ამახინჯებს(ეს რასაკვირველია ჩემი აზრია). Zangala 15:40, 28 თებერვალი 2006 (UTC)
- ცანგალა: ჩემს ყველა სტატიაში ფოტოების ლინკებს ყოველთვის ვავსებ - სიმახინჯეს ვერავინ დამაბრალებს. ჯერ ლინკის შეყვანა და შემდეგ სურათის აპლოდი უფრო ეფექტური, სწრაფი და მოსახერხებელია. ე.წ. shared library-ში უკვე არის მრავალი ფოტო და მათი ხელმეორედ შეყვანა საჭირო არაა. ამის დადგენა ყველაზე იოლად შეიძლება ამ მეთოდით. ეს მონაცემთა ბაზაში სივრცის უფრო ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა. თუ აღმოჩნდა რომ სურათი "ნაზიარები" არაა, მაშინ მისი აპლოდი ერთი კლიკით ხდება (ჩემი მეთოდით). ამგვარად გაცილებით ნაკლები ოპერაციის ჩატარება მიხდება და სურათის დაყენება უფრო სწრაფიცაა. 67.142.130.14 17:20, 28 თებერვალი 2006 (UTC)
- PS: თუ იპოვე broken ლინკი თავად გაასწორე, რა საჭიროა ეს უკბილო დარიგება?
IP-66.82.9.54 IP-67.142.130.42 - მგონი ეს ორივე IP-მისართები შენია. როდესაც ვპოულობ ვასწორებ კიდევაც. მაგრამ თუ გამომრჩა, მაშინ broken ლინკი - ულამაზოდ ჩანს. ამიტომ ჩემი თხოვნა იყო, თუ ვერ აკეთებ upload-ს, რომ სურათის broken ლინკი არ დატოვო. აქ გასაბრაზებელი არაფერი იყო.Zangala 19:59, 28 თებერვალი 2006 (UTC)
- კაი რა, ცანგალა, არასდროს დამიტოვებია ბროკენ ლინკები ჩემს სტატიებში, როგორც წესი, როცა ვხვდები სამუშაო კომპიუტერთან მაშინ ვასწორებ, რაც მაქსიმუმ სამ დღეში ხდება. რა საჭიროა ეს მელოჩნიკობა, საქმე გამოგლევია?! 67.142.130.14 20:45, 28 თებერვალი 2006 (UTC)
ხომ არ აჯობებს სტატიაში სამეგრელო დავტოვოთ მხოლოდ იხილეთ აგრეთვე: სამეგრელოს მთავრები და ჩამონათვალი სტატიაში "სამეგრელო" წაიშალოს.Zangala 13:43, 1 მარტი 2006 (UTC)
"აფხაზთა სამეფო"
რედაქტირებაგანხილვა გადატანილია სტატიაზე: აფხაზთა სამეფო. Alsandro 18:42, 2 მარტი 2006 (UTC)
აცრ
რედაქტირებაალსანდრო, ახლა სხვა საკითხი. ალბათ გახსოვს ადრე აცრ-სთან დაკავშირებით რომ შეგეკითხე, თუ რას ნიშნავდა. მე შევეკითხე თბილისში ფილოლოგს-ლინგვისტს და მივიღე ასეთი პასუხი:"აცრ-ს პრაქტიკა ჩვენში მხოლოდ დარგობრივი ჟარგონის დონეზე შეიძლება სადმე ნახო. ამ აბრევიატურის მაგივრობა ქართულში ეკისრება საკმაოდ მოკლე ფორმებს, როგორც: "იგივე", "აგრეთვე", "ასევე"... ". პატივისცემით Zangala 21:07, 2 მარტი 2006 (UTC)
ალსანდრო, მოგწერ წესს C-თან დაკავშირებით(ეხება მხოლოდ ინგლისურ ენას). c(e,i,y-ს წინ) -ს. Cecil, Cinderforf. c(სხვა შემთხვევებში)- კ (და არა ქ):Catherine, Caistor, Corwen, Atlantic City. ch - ჩ:Chichester, Churchil; ch (ბერძნული და, აგრეთვე, გერმანული წარმოშობის სახელებში)- კ:Christina, Christopher. ck - კ (და არა ქ):Pocklington, Cockermouth.თუ გინდა თბილისს შევეკითხები. ოღონდ ამას დრო უნდა.Zangala 17:47, 3 მარტი 2006 (UTC)
კატეგორიის შესახებ
რედაქტირებაალსანდრო, მაგ. მონტანი, ივ, როდესაც მარტო კატეგორია:ფრანგი მსახიობები დაწერე კატეგორია:ფრანგები-ის საერთო სიაში მოხვედრილი არ არის. სიმართლე გითხრა მე საერთო სიის მომხრე ვარ.Zangala 17:42, 6 მარტი 2006 (UTC)
- კი, მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს მამალს? :) ანუ, რა სარგებლობა მოაქვს საერთო სიას? კატეგორიაში "ფრანგები" სუბკატეგორიებში თუ იქნა ყველა განაწილებული გაცილებით თვალსაჩინოა, ჩემის აზრით. წარმოიდგინე ათიათასობით (ინშალლა!) სტატია რომ იქნება, მერე რამხელა გახდება ეს "საერთო სია"? ეხლავე თუ დავახარისხებთ სუბ-კატეგორიების მიხედვით, შემდეგ უფრო ადვილი სამართავი იქნება, და შესაბამისად, ნაკლები თავის ტკივილი. Alsandro 18:23, 6 მარტი 2006 (UTC)
ალსანდრო, შენი შენიშვნები რაც არის ხოლმე მისაღები გეთანხმები, მაგ. მძაფრი სერი ფერი, მრავალმნიშვნელოვანის ჩამოტანა ქვევით, მთავარი გვერდის შესწორება და ა.შ. ამ შემთხვევაში ვერ დაგეთახმები. დღეს თუ შეამჩნიე კატეგორიებში სარჩევები ჩავსვი. მე მომხრე ვარ, რომ სტატიაში ორივე იყოს.
ახლა რაც შეეხება თართი იგივეა მტკვრის ზუთხი, რომელიც შედის ზუთხისებრთა ოჯახში. იმიტომ დაგიწერე სტატია. იმედია თევზების პრობლემა გადაწყდა.
ერთი ძალიან დიდი დიდი თხოვნა მექნება, რომ აცრ-ს ნუ იხმარ(ვგულისხმობ შემოკლებას). მე ადრეც მოგწერე ამის შესახებ, თუ როგორ არის მიღებული. კიდევ ძალიან გთხოვ. ან ვრცლად დაწერე ან შესაბამისი სიტყვები "იგივე", "აგრეთვე", "ასევე"... ".Zangala 20:19, 6 მარტი 2006 (UTC)
- ჰო, კარგი, ასევე-ს დავწერ. Alsandro 21:01, 6 მარტი 2006 (UTC)
იჩქარე, სანამ კიდევ 8 მარტია.Zangala 17:39, 8 მარტი 2006 (UTC) ალსანდრო, რამე ქართული სურათი ხომ არ გაქვს?Zangala 17:44, 8 მარტი 2006 (UTC)
არაფერი, ყველაფერი კარგია - ვგულისხმობდი ქართული ლოგო ან .... ალსანდრო, იქნებ რამე თემა დაამთავრო. მაგ. რეპინი ან რაც შენ გაგეხარდება მთავარი გვერდისთვის. 8 მარტი წესით ხვალ საღამოს უნდა მოიხსნას.
ახლა რაც შეეხება ოკეანებს. ქართულში ხმარობენ მხოლოდ იმას რაზეც გადავიტანე. ამიტომ მარტო იმის დატოვება მინდა და შენი სათაურების წაშლა. შემდეგ მეორე როგორ მოგწონს ფერი თარგი:ოკეანეები? Zangala 18:26, 8 მარტი 2006 (UTC)
ალსანდრო, ხაჭაპურების სურათები არ მაქვს(ისე როგორ მოგწონს ჩემი სურათები) რაღაცა მისამართი ვნახე (ნიკალასი) დიდი არაფერი სურათებია მაგრამ მაინც გიგზავნი http://www.webdesign.ge/nikala_webdesign/search.php?menue=3. სტატიას გერმანულში არ ვაკეთებ, რადგან ეს უფრო რეცეპტია და არა თვით ხაჭაპურის ისტორია, რომელიც ალბათ უფრო სავიკიპედიოა. ქართულში იყოს რეცეპტი და მოვა დრო, რომ ვინმე ისტორიას დაამატებს. ამზადებ რამე სტატიას პარასკევისთვის?Zangala 20:49, 8 მარტი 2006 (UTC)
ისე მართალი ხარ - ქართულად უცნაურად ჟღერს, მაგრამ გერმანელებს აქვთ და იქიდან გადმოვთარგმნე(ამაში შედის მთები, კუნძულები და ა.შ. სულ ამ კატეგორიაში 60 დასახელება აქვთ). გადახედე. შეიძლება ჩვენთვის ზედმეტია. ერთი შეკითხვა მაქვს: როდესაც მაგ.სამხრეთ ოკეანე უწერ კატეგორიას სამხრეთ ოკეანეს კატეგორია ოკეანეში ორჯერ არის ერთხელ როგორც კატეგორია, ხოლო მეორედ როგორც ქვეკატეგორია - ამას სად მივყავართ? ამის დადგენაში ვარ ახლა.გამარკვიე.Zangala 22:07, 8 მარტი 2006 (UTC)
მადლობა
რედაქტირებადიდი მადლობა.Zangala 15:26, 9 მარტი 2006 (UTC)
წასაშლელი
რედაქტირებაარასწორი ფორმა - ჰიროშიგე, ანდო - არ წავშალოთ?Zangala 16:48, 10 მარტი 2006 (UTC)
- კი, წასაშლელია. Alsandro 16:53, 10 მარტი 2006 (UTC)
გეთანხმები, სურათი შეიძლება არსებობდეს ბაზაში. მაგრამ ბაზამ რომ წაშალოს(ან გერმანულმა სურათები შეცვალოს) მაშინ ქართულ ვიკიპედიაშიც წაიშლება. ასე - ჩემი აზრით დარჩება.Zangala 17:30, 10 მარტი 2006 (UTC)
ვინმეს თუ უნდა უკეტესად ნახოს სურათი, ხომ არსებობს მისი გადიდების შესაძლებლობა.თვით სტატიაში ლამაზი არ არის. ეს ჩემი პირადი აზრია. Zangala 17:35, 10 მარტი 2006 (UTC)
ალსანდრო, მე მეგონა სტილი თარგი გქონდა გაკეთებული - როგორც ესკიზი და ა.შ. კატეგორია ჩემი აზრით არ ივარგებს.Zangala 14:53, 14 მარტი 2006 (UTC)
- ესკიზის პრინციპით შევასწორეZangala 15:02, 14 მარტი 2006 (UTC)
ოდესაში ჩაიხედე.Zangala 22:03, 14 მარტი 2006 (UTC)
ალსანდრო, მგონი მეც გამომივიდა. სტატიას დავამახსოვრინებ თუ არ მოგეწონა წაშალე. ლაპარაკი მაქვს რიგაზე.Zangala 22:47, 14 მარტი 2006 (UTC)
ჩემსას აღარ ამახსოვრინებს რადგან სხვა გზა არის, მაგრამ შედეგი იგივე.Zangala 22:52, 14 მარტი 2006 (UTC)
უცხო საკუთარი სახელები
რედაქტირებაგანხილვა გადატანილია სტატიაზე ნიკოლაი II (რუსეთი) - Alsandro 15:59, 15 მარტი 2006 (UTC)
შეგიძლია ნახო პიოტრ I-იც.Zangala 16:23, 15 მარტი 2006 (UTC)
alsandro, თხოვნა მექნება გვარები რომ გაქვს ჩამოთვლილი ქართულად, რომ თარგმნო და დღეს შევცვალოთ მთავარი გვერდი. მომავალში რა თემა გინდა??Zangala 20:22, 15 მარტი 2006 (UTC)
ალსანდრო, ეს John Andrews რომ დავინახე დანარჩენებიც გვარებად მომეჩვენა. ოკ. რაც შეეხება ახალი მომხმარებლის სტატიას:სიმბიან (ოპერაციული სისტემა) - ჯერჯერობით დამწყებია - მომავალში შეიძლება ჩვენ გვაჯობოს. ასე რომ დავეხმაროთ. მერე თვითონ დამხეცდება.Zangala 00:13, 16 მარტი 2006 (UTC)
შატილი პატარაა - არ გამოდგება.
- რას გადაეკიდე ამ ძეგლებს - ყველაფერი ძეგლები არ არის?? წავედი აქ ღამის ორის ნახევარია.Zangala 00:32, 16 მარტი 2006 (UTC)
ნახე სტატია თამარ. ხოლო რაც შეეხება ფიჭვის სტატიას იუდაიზმი - მშვიდად უნდა გადავხედო. ჯერ დამთავრება ვაცადოთ. Zangala 15:37, 16 მარტი 2006 (UTC)
ალსანდრო - ვერ დაგეთახმები - მე მეწერა თამარი ........ საქართველოს მეფე .....
შენ შეასწორე თამარი, თამარ მეფე ........ საქართველოს მეფე - ეს ქართული არ არის. ორჯერ მეფე. აბა დაუკვირდი.Zangala 16:56, 16 მარტი 2006 (UTC)
- თამარ მეფე საქართველოს დედოფალი იყო მეფის უფლებამოსილებით. Alsandro 20:51, 27 აპრილი 2006 (UTC)
ტიტულის გამო
რედაქტირებაალსანდრო, უნდა დაველოდოთ მომხმარებელი:ლევზურ-ს. იგი არის ისტორიკოსი და ბაგრატიონები კარგად იცის. ბმულს ნუ აკეთებ ბაგრატიონი(დინასტია), რადგან არსებობს თუ არ ვცდები ლევზურის მიერ ბაგრატიონები. საქართველოს ისტორიაში ჩემი აზრით ყველაფერში არ გამოგვადგება უცხოური გვერდები. Zangala 14:15, 17 მარტი 2006 (UTC)
- ბაგრატიონი (დინასტია) -ს რედირექტი უნდა გაუკეთდეს ბაგრატიონებზე და ეს პრობლემა გადაწყდება. ჩემი შენიშვნა, რომ ტიტული ინგლისურიდან ვთარგმნე ნიშნავდა იმას, რომ ის მთალად გამართული არ იყო და ყურადღებას საჭიროებდა; როდის გაკეთდება ეს არც ისე მნიშვნელოვანია. Alsandro 14:33, 17 მარტი 2006 (UTC)
ალსანდრო, მირო, ხოან კატეგორია:მხატვრები - ვაკეთებთ? თუ მხოლოდ კატეგორია:ესპანელი მხატვრები, რომლებიც შევა მხატვრებში.Zangala 20:04, 17 მარტი 2006 (UTC)
ალსანდრო,იმედია მშვიდობაა შენსკენ თუ მზე ამოვიდა ახლა?Zangala 20:26, 20 მარტი 2006 (UTC)
- აჰ, ზღვაზე ვიყავი რამდენიმე დღე, ცოტა ფერი დამედო :) Alsandro 20:30, 20 მარტი 2006 (UTC)
ესე იგი მზე ამოვიდა. შვებულებაში მე რომ არ გამიშვიხარ. ერთი რამე უნდა ჰკითხო ფიფა ან საქ.ფეხბურთის ფედერაციის ლოგი თუ გერბი??Zangala 20:34, 20 მარტი 2006 (UTC)
- ing. variantshi logo hqvia. tu ar vcdebi, logo aris tu grafikul elementebs damatebuli aqvs raime slogani, etc. anu gerbs garkveuli normebi aqvs da am shemtxvevashi es design logoa. Alsandro 21:14, 20 მარტი 2006 (UTC)
მაშინ გავასწოროდ??Zangala 21:20, 20 მარტი 2006 (UTC)
- კი, მაგრამ ლოგო რომ წერია? Alsandro 21:28, 20 მარტი 2006 (UTC)
ოკ, ფიფაზე ლოგო წერია, ხოლო საქ. ფეხბურთის ფედერაციაში გერბი. კიდევ იმან შემაცდინა, რომ სურათის დამატების დროს გიწერია გერბი ინგ.ვიკიდან. დასვენება, მზე .... აღარ წახვალ აწი.Zangala 21:45, 20 მარტი 2006 (UTC)
მარსი
რედაქტირებაკარგი, გადავიტან. ტიბრზე სურათი ავტვირთე.
ტიბრი
რედაქტირებაგაიღვიძებს ხალხი და გავიკითხავ... ისა და გეოგრაფიული აგილების კეთებაზე პრეტენზია არ მაქბვს, ბმული რომ შემევსო მაგიტო გავხსენი ასე რომ მაგაზე სტატიის გაკეთებას არ ვაპირებ (თან გეოგრაფიაში არ ვარ ძლიერი) ასე რომ თუ შენ ჩემზე ადრე გაიგე, გადაიტანე ჩემი ნებართვის გარეშე, უბრალობ შემატყობინე ბმული რომ შევცვალო.
ეს გინდოდა???Zangala 13:18, 21 მარტი 2006 (UTC)
ის პირველი, რომ საშინელება იყო ვიცი, ესე ივარგებს.Zangala 14:51, 21 მარტი 2006 (UTC)
იმის გამო, რომ მთლიანად ტექსტი პატარა არის, რჩეულ სტატიის თარგში ცოტა შევიტანე, რის გამოც დანარჩენი ტექსტები ზევით აიწია. ამიტომ მომავალში უფრო დიდი ტექსტი შევიტანოთ. გთხოვ, რომ გაითვალისწინო ტექსტის შემოთავაზების დროს.Zangala 19:26, 21 მარტი 2006 (UTC)
სენატი
რედაქტირებაჭკვიანურია.... ოღონს სენატზე ჯობია ორაზროვნების გვერდი ჩაისვას....
განხილვა ჟან დ’არკზე გადატანილია შესაბამის სტატიაზე. Alsandro 18:54, 22 მარტი 2006 (UTC)
ალსანდრო - დააჭირე კომპიუტერულ ენაში არ გამოიყენება დაწკაპუნებას იყენებ.Zangala 08:35, 5 აპრილი 2006 (UTC)
ალბათ ჯობია - თარგი:მუშავდება - თარგის მეორე ნაწილი არ დაიწეროს, რადგან სტატიის ავტორი ჯერ კიდევ მუშაობს მასზე და ითხოვს ჩაურევლობას. მაგ. თორნიკე იგი გვეუბნება, რომ კიდევ მუშაობს.Zangala 13:42, 7 აპრილი 2006 (UTC)
სხვადასხვა
რედაქტირებაალსანდრო, ალბათ იცი ფერების არსებობა თარგი:W3C-ფერები - აქედან ავიღე. ძალიან ღია თითქმის არ ჩანს(მართალი ხარ), მაგრამ უნდა წარმოიდგინო რომ არის.Zangala 14:47, 24 აპრილი 2006 (UTC)
ალსანდრო, ხანდახან იცი რაზე ვფიქრობ: საჭიროა თუ არა უცხო ენაზე ბმულები ქართულ ვიკიში. თუ ვინმეს აინტერესებს, ის პიროვნება (საკითხი) ჩაიხედავს მაგ. ინგლ. , გერმ. რუს., და ა.შ.(სხვა ენებზე ბმულები კეთდება) ვიკიში, სადაც უკვე არის ეს ბმული, ხოლო თუ არ იცის უცხო ენა მაინც არ შველის ეს ინფორმაცია ქართულ ვიკიშიც. ამას ვწერ ამჟამად გარბო, გრეტასთან დაკავშირებით. მაგ. გალერეას მითითება მესმის, მაგრამ ასეთი ვრცელი ტექსტები?Zangala 12:54, 27 აპრილი 2006 (UTC)
საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს (იმედია სტატია პატარა არ არის). უბრალოდ 9 მაისისთვის მინდოდა მეორე მსოფლიო ომი - გიორგის სტატია გამეშვა.Zangala 20:03, 27 აპრილი 2006 (UTC)
ალსანდრო, არ გავაკეთო შემოთავაზება - ცუდი ცანგალა ვიქნები. ადრეც გთხოვე და კვლავ ვიმეორებ ძალიან გთხოვ ასეთ პატარა სტატიებს რჩეული სტატიებისთვის ნუ შემომთავაზებ. იმედი მეთანხმები, რომ რჩეული სტატიისთვის პატარაა. ის უბნები იმიტომ დავტოვე, რომ სტატია არ დაპატარავებულიყო. Zangala 20:38, 27 აპრილი 2006 (UTC)
- სტატიის სიკარგე მისი ზომით არ გამოიხატება. თან ეს სტატია პატარა არაა. ხუთ აბზაცზე მეტი ზომის სტატია უკვე საკმარისი ზომაა იმისთვის რომ პირველ გვერდზე მოხვდეს. უბნები მთავარ სტატიაში დარჩება, აქ კი უფრო რეზიუმეს მსგავსი უნდა გაკეთდეს. Alsandro 20:44, 27 აპრილი 2006 (UTC)
ალსანდრო, ძალიან გთხოვ, როდესაც წერია მუშავდება თარგი ნურაფერს ნუ ცვლი, რადგან მერე მე ვერ ვამახსოვრინებ ჩემს ცვლილებას. ერთმანეთს გავუწიოთ ანგარიში. Zangala 13:21, 29 აპრილი 2006 (UTC)
მთავარია, ბმულები ქართულში არ დაგავიწყდეს, ხოლო სხვა ენებზე რობოტი აკეთებს - ავტომატურად კეთდება.Zangala 18:44, 30 აპრილი 2006 (UTC)
ვიცი, ყველაფერი (არაფერი არ მავიწყდება) - რომ არაფრის არ გერიდება. სამწუხაროდ, საკუთარ თავზე უკვე გამოვცადე. ერთი რამე გავიწყდება - შენი და ჩემი სტატია ვიკიპედიაში არ არსებობს. რაც დაწერე - ესეც უკვე შეურაცხაყოფაა ჩემთვის. დიდი მადლობა. Zangala 18:19, 1 მაისი 2006 (UTC)
მოცლილი, რომ ხარ ვიცი (ამის თქმა არ გჭირდება) და შეგიძლია მაგისთვისაც მოიცალო. ხოლო ჯექსონზე - სხვა ადმინისტრატორმაც გადაიტანა ჩემზე უფრო ადრე (ასე, რომ მარტო მე არ ვარ). მე დასაბუთებულად გადამაქვს - შენ კი... პატივისცემით Zangala 18:44, 1 მაისი 2006 (UTC)
02. 05. 2006
რედაქტირებაგამარჯობა ალსანდრო, ეს რამდენი რამ ჩამოგიწერია (გიკვირს), უწინ გეწერა მხოლოდ Greetings from Philadelphia (I'm a native Georgian/Megrelian).
დღევანდელ დღეს განათლება ნამდვილად არ უნდა გიკვიდრეს (ნახევარი საქართველოზე მეტი საზღვარგარეთ ღებულობს განათლებას). დღევანდელობაში ზრდილობა უფრო გასაკვირია, რადგან იშვიათობაა.
Island-მა გადამისართებაც გააკეთა და წაშალა კიდეც. შეგიძლია ნახო წაშლილთა სია 1 დეკემბერი 2005 12:06. წაშლილი, რომ არ ყოფილიყო ახალი სტატიის შექმნა არ დაგჭირდებოდა (Логично).
შენს თვალში რა შთაბეჭდილებას ვტოვებ ნამდვილად ნაკლებად მაღელვებს. ფაქტი ის არის, რომ ამ "პროვინციელი დიასახლისმა" (როგორც შენ მიწოდებ) ბევრი რამე გასწავლა.
მართალი ხარ, ადმინისტრატორი იმიტომ გავხდი, რომ ბატონი ავთანდილის გარდაცვალების შემდეგ იმ დროისთვის აქტიური არავინ იყო (ამის დადგენაში შენმა განათლებამ დაგეხმარა ალბათ), ხოლო ჯერჯერობით მისნაირი პიროვნება სამწუხაროდ არც გამოჩენილა, რაც ძალზე სამწუხაროა.
მე, რომ მკითხო, როგორც მომხმარებელს (და არა ადმინისტრატორს) ყველა შენი ბილწული სიტყვებისათვის, რასაც ვიკიპედიაში ხმარობ ნამდვილად დაბლოკვის მომხმარებლის კანდიდატი ხარ. პატივისცემით Zangala 10:06, 2 მაისი 2006 (UTC)
- შესაშური ქართულია. შენ რა უნდა გესწავლებინა ჩემთვის, დიასახლისობა? პრობლემა ის არის, რომ მიუხედავად იმისა რომ ამდენი ხანია აქ ხარ, ელემენტარულ სარედაქტორო ვიკი-ეთიკას არ იცავ, ან ვერ იცავ, ვერაფრით შეიგნე რომ მცირე ჩასწორებაზე ”მცირე” უნდა მონიშნო; სტატიის ან გადამისამართების წაშლამდე ჯერ განხილვის გვერდზე შენი პოზიცია დააფიქსირო და ალტერნატიული თვალსაზრისის მიღების შემდეგ სხვებთან შეთანხებით იმოქმედო. შენმა თავხედობამ თავი მომაბეზრა. ძალიან დიდი შეცდომაა შენი გაადმინისტრატორობა. Alsandro 14:56, 2 მაისი 2006 (UTC)
სადაო საკითხები
რედაქტირებაგამარჯობა, ალსანდრო.
შენის ნებართვით, ქართულად გიპასუხებ.
ნამდვილად დასანანია, რომ ქართულ ვიკიპედიას ასე ცოტა თანამშრომელი ჰყავს და ისიც, რომ ამჟამად აქტიური ადმინისტრატორი მხოლოდ ერთია. სამწუხაროდ, დანარჩენები (ჩემი ჩათვლით) ვერ ვიცლით რეგულარულად ვიკიპედიაზე სამუშაოდ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რამდენიმე აქტიური ადმინისტრატორი მუშაობდეს და ერთი ადამიანის მოსაზრებაზე არ იყოს დამოკიდებული ყველაფერი, მაგრამ შენს მიერ ნახსენებ პრობლემებსა და სიტუაციებთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რომ ცანგალა თვითნებურს და ვიკიპედიისთვის მიუღებელს არაფერს აკეთებს.
მოგეხსენება, რომ ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა. მისი შინაარსი საავტორო უფლებებისაგან თავისუფალია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლების შეტანილი წვლილი წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელი არ არის. შეგახსენებ, რომ სტატიებში ცვლილებების შესატანად არავინ არ არის ვალდებული, ნებართვა აიღოს. რასაკვირველია, საჭიროა საკამათო თემების განხილვა, ზოგიერთ საკითხზე მოლაპარაკება და შეთანხმება. არავინ არ ვართ იმის მომხრე, რომ ყველამ თავის ნებაზე აკეთოს ყველაფერი და სხვისი აზრი არ გაითვალისწინოს. მაგრამ როდესაც არსებობს გარკვეული წესები და უკვე მიღწეული შეთანხმებები, ადმინისტრატორების ვალი ისაა, რომ ამ წესების და შეთანხმებების მიხედვით იმუშაონ. არცერთ ვიკიპედიაში არ ხდება ასე, რომ ყველა ადმინისტრატორი ყველაფერზე ნებართვას ითხოვდეს. თუ არ გინდა, რომ შენს გაკეთებულს ვინმემ ხელი ახლოს, მაშინ ვიკიპედიაში არ უნდა იმუშაო.
კონკრეტულად გადამისამართების და პარალელური სათაურების შესახებ: ნაწილობრივ გეთანხმები იმაში, რომ ზოგიერთ სახელსა და სათაურზე შეიძლება ალტერნატიული ვარიანტის დატოვება. ოღონდ გააჩნია, ალტერნატიულში რას ვგულისხმობთ. ვიკიპედიას შეცდომებზე ვერ ავაგებთ. მართალია, არსებული ორთოგრაფიული სახელმძღვანელო, შესაძლოა, მოძველებულია, მაგრამ სანამ სათანადო ორგანო ახალს არ გამოსცემს, ვალდებული ვართ, დავიცვათ არსებული ნორმები. მით უმეტეს, რომ რა მოძველებულია და რა არა, ამაზეც იოლად ვერ ვთანხმდებით და ლინგვისტური ქაოსის შექმნას ისევ რაღაც სტანდარტის დაცვა ჯობია.
მიუხედავად ამისა, ისიც მართალია, რომ სხვა ვიკიპედიებში არსებობს "ალტერნატიული" სათაურებიდან გადამისამართების პრაქტიკა. ლაპარაკია ისეთ შემთხვევებზე, როცა ალტერნატიული ორთოგრაფია ძალიან ფართოდაა გავრცელებული. ეს თუნდაც იმისთვის ხდება, რომ მომხმარებელს არ ეგონოს, რომ სტატია არ არსებობს და თავიდან არ შექმნას უკვე არსებული სტატია. მაგალითად, ამას წინათ დავა იყო სახელ "ჯეიმზ"-ზე. ოფიციალური ნორმების მიხედვით, სწორი ფორმაა "ჯეიმზი". მაგრამ, ალბათ, ძალიან ბევრი ამა თუ იმ სტატიის მოძებნას "ჯეიმზ"-ით ეცდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში და, ალბათ, ბევრ მსგავს შემთხვევაშიც, მე პირადად ვარ იმის მომხრე, რომ გაკეთდეს გადამისამართება, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ეს ვიკიპედიის "მოვალეობაა".
თანამედროვე ქართულ ენასთან დაკავშირებით პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრია ეს "ფართოდ გავრცელებული შეცდომა". არა მგონია, ჩვენი ვალი იყოს, ამ შეცდომებს მივუსადაგოთ ენციკლოპედია. უკეთესი მაგალითი ამ წუთში არ მაგონდება, მაგრამ დავუშვათ, თუ ვიღაცამ არ იცის, რომ "შვარცენეგერი" ასე იწერება და "შვარცნეგერის" ძიებას დაიწყებს (ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა), ეს მისი პრობლემაა. ან კიდევ, მაგალითად, "ფოლკსვაგენი". არც ვიცი, მართალი გითხრა, "ფოლკსვაგენი" უნდა თუ "ფოლქსვაგენი", მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ "ფოლცვაგენი" არ უნდა და ეს კი იმდენად გავრცელებული შეცდომაა, რომ გაზეთებში და ტელევიზორში მინახავს ასე დაწერილი. არადა, სამარცხვინოა და სულაც არ მიმაჩნია, რომ ვიკიპედიაში ასეთი შეცდომები უნდა იყოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ერთადერთი აქტიური ადმინისტრატორი არაფერს აკეთებს შენთვის ნერვების ასაშლელად, არამედ ცდილობს, ვიკიპედიის წესების მიხედვით იმუშაოს. ჩემთვის ძნელია, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი აზრი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, საჭიროა გადამისამართებები თუ არა. ზოგჯერ, ალბათ, საჭიროა, ზოგჯერ არა. ზოგ გავრცელებულ შეცდომას შეიძლება გაეწიოს ანგარიში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბევრი ქართველი შეიძლება ქართულ ორთოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჩემი აზრით არ არის ენციკლოპედიის აჭრელების და დამახინჯების მიზეზი.
იმედია, მომავალში შეთანხმებები უფრო მშვიდობიანად მიიღწევა.
წარმატებებს გისურვებ.