მომხმარებლის განხილვა:თერალი/სავარჯიშო 4
გამოკითხვა - ”რომელი სტატია უფრო მნიშვნელოვანია?”
რედაქტირებაძვირფასო ვიკიპედიელებო და ქართული ვიკიპედიის გულშემატკივრებო:
მინდა გამოკითხვის მოწყობა
რომელი სტატიაა სიიდან: ”ინგლისური ვიკის ოფთალმოლოგიური სტატიების სია” [[1]]
ქართველი ვიკიპედილეებისთვის ყველაზე საინტერესო
ანუ ჩავატაროთ ერთობლივად მარკეტინგული კვლევა ოფთალმოლგიურ თემატიკაზე.
გამოკითხვის თარგი თუ არსებობს რამე აქ? - პატივიცემით --თერალი განხილვაწვლილი 21:31, 1 ივნისი 2014 (UTC)
- დავიწყებ ბოლოდან: ასეთი სპეციალიზირებული თარგი, ჩვენთან, ქართულ ვიკიპედიაში, რამდენადაც ვიცი, არ არსებობს, მის გარეთ, შესაძლოა, კიდეც იყოს, რაიმე უტილიტი პროგრამა, მსგავსად ამისა: 1ან ამისა: 2.
- მარკეტინგული კვლევის ჩატარება კი შესაძლებელია, მაგრამ ვიკიპედიაში არ არსებობს ცნება „უინტერესო სტატია“, ყველა სტატია ვიღაცისთვის მაინც საიტერესოა. ახლა ჩვენ, ვიკიპედიელები (მაქსიმუმ 10-20 კაცი) შეიძლება შევთანხმდეთ, რომ, აი, ესა და ეს სტატიაა ყველაზე საინტერესო, მაგრამ ვიკიპედიის გარეთ არსებული ათასობით მკითხველი, შესაძლოა, ჩვენს ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოს. ყველა სტატია საინტერესოა. თქვენს სიაში არის გრაფა მოთხოვნადობა, რომელიც იმის მიხედვით დგინდება, სხვა რამდენ სტატიაშია გაკეთებული ბმული მოცემულ გვერდზე, და არა იმის მიხედვით, რამდენად საინტერესოა ეს სტატია. პრინციპში, თუ უფრო მოთხოვნადია, ე.ი. უფრო მეტი ინტერესიც ყოფილა ამ სტატიის მიმართ, ასე არაა? თუმცა „საინტერესო“ მაინც ძალიან სუბიექტური ცნებაა.
- ძალიან ბევრი ინგლისური სამედიცინო ტერმინოლოგიაა გამოყენებული და ბევრი სათაური ვერ გავიგე, რას ნიშნავდა. ქართული შესატყვისები რომ მიგეწერათ, შედარებით უკეთესად იქნებოდა საქმე.
- ახლა ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ: ძალიან ძნელია 700-მდე სტატიიდან ამორჩევა ერთი რომელიმესი, ასე რომ, თქვენი ნებართვით, რამდენიმეს დავასახელებ: 1. კონტაქტური ლინზები, 6. სათვალე, 22. გაუარესებული მხედველობა (ან დამახინჯებული, თუმცა მგონია, ამ შემთხვევაში, გაუარესებული უფრო სწორი იქნება) და 26. თვალის ქირურგია. ჯერ-ჯერობით ამით დავკმაყოფილდეთ. პატივისცემით, — G.G. 08:10, 2 ივნისი 2014 (UTC)
საკუთარ მაგალითსაც მოვიყვან. აქ მუშაობის პირველ პერიოდში, 2007 იქნებოდა, თუ არ ვცდები, დავწერე სტატია ჯგუფზე, რომელსაც საქართველოში ძირითად მასაში პოპულარობა არ აქვს და მაქსიმუმ ასმა ადამიანმა იცოდეს (სპეციფიკური მუსიკალური ჟანრის მოყვარულებმა), მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცოდი, რომ შესაძლოა, ვიღაცას უფრო მეტად აინტერესებდა დახვეწილი სტატია ბითლზის შესახებ, რომელსაც ყველა იცნობს. თავისუფალი ენციკლოპედია არის თავისუფალი. გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ ეს შეზღუდვები არ ეხება სტატიის დასამუშავებლად არჩევას და პრიორიტეტებს, როდესაც რომელიმე მომხმარებელი ინდივიდუალურად მუშაობს.
რაც შეეხება გეგმას და გრაფიკს - ასეთი რამ მოქმედებს უცხოურ ვიკიში, სადაც, მაგალითად, სამუშაო გრაფიკი აქვთ გაწერილი, მაგრამ ეს, კვლავ, ეხება კონკრეტულ ვიკიპროექტებს. მაგალითად, დაწერენ, რომ ამ პროექტის ფარგლებში დასამუშავებელია ოფთალმოლოგიის სტატია (სხვათა შორის, პირველი, რაც მინიმუმისთვის უნდა გაკეთდეს ჩვენთან და დახვეწილ იქნას, სწორედ ეს სტატიაა). აქვთ დაწერილი, ვთქვათ, სია იმ პიროვნებებისა, ვინც მნიშვნელოვანი იყო ამ დარგისთვის და მათზეც სტატიები აუცილებლად უნდა დაამუშავონ. აქვთ ზოგადად უმაღლესი ორგანიზება.
ზემოთ მოყვანილ შემოთავაზებაში ვიკიპედიის პრაქტიკისგან შორს მყოფი წინადადებებია, ამას ნებისმიერი დაადასტურებს. კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ავტორს მცირე დრო აქვს ვიკიში ყოველდღე სამუშაოდ და, ალბათ, უფრო აინტერესებს იმის შესახებ წერა, რაც დაუფასდება. თუკი ასე არ არის, მომიტევეთ, უბრალოდ ვარაუდი გამოვხატე.
დასკვნის სახით, კვლავ - არავინ არავის ავალდებულებს და არ უყენებს პრიორიტეტებს. დაიწერება სტატია პრესაში იშვიათად განხილვად საკითხზე, როგორიც არის, ვთქვათ პრესბიოპია - მაშინ ეს კარგია. დაიწერება გიგანტური სტატია თვალის შესახებ? კარგია (და არა უფრო მაგარია ან უფრო პრიორიტეტულია - ვიკიპედიაში ნებისმიერი გამართული სტატიაა მნიშვნელოვანი.
და ბოლოს: შინაურ გარემოში რომ მკითხონ, სიამოვნებით წავიკითხავდი სტატიას პლუსის/მინუსის პრინციპებზე (თუკი ასეთი ანალოგი არსებობს ინგლისურ ვიკიში). --Henry McClean განხილვაწვლილი 08:43, 2 ივნისი 2014 (UTC)
- გიორგი
- მართალი ბრძანდებით, ქართულ ტერმინებთან დაკავშირებით, დღეს ამას და ინლისურის ლინკებს მივხედავ,
- თქვენის თანადგომით ვიპოვე დიდი ცხრილების ადვილად დამუშავების საშუალება ანუ უტილიტი http://excel2wiki.net/
- ეს და მსგავისი უტილიტები ძაან გასარჩევია, ბევრი ისეთი ფუნქციები აქვთ რომ ქართულ ვიკიპედიას უნდა გამოადგს, მის გარსს თუ მოვაქართულებთ, ხომ მთლად ბევრ ჩემნირ მეცნიერს გაუადვილებთ საქმეს, იტალიურ ვიკიპედიაში რედაქტირება ვიზუალ ბეისიკითაც ხდება, ანუ მალე ვიკის და მიკროსოფტ ოფისის რედაქტორები ურთიერთ კონვერტირებადი იქნება (სადღეც ეს ალბათ უკვე არსებობს).
- მარკეტინგული კვლევის არსიც ესაა - ფოკუს გუნდის სუბიექტური მოტივაცია გამოიკვლიოს . სამუშაოს ყველა ეტაპზე, ჩვენი სამუშაოები, ერთმანეთისთვის საინტერესო რომ იქნება, ჩვენ ჩვენი მხედველობის ველებიდან, შევიტანთ დიდ საქმეში ჩვენეულ ნიუანსებს .
- თუ მოვერევით, ასევე ერთობლივად, და ამ ცხრილს, ასევე ადვილათ დავამატებთ სვეტებს ა) ”სტატიის ბირთვის დამწერი რედაქტორები”, 2) ”სტატიის კორექტორები” 3) ”სტატიაში სურათების რაოდენობა” 4)”სტატიაში მულტიმედიური ფაილების რაოდენობა” 5) ”სტატიის მთლიანი ზომა”
- ამ ჩამონათვალის შეგროვებამ (ვიკიში დარეგისტრირების დღიდან ვაკეთებდი ამ სიას, და გუშინ ერთმა უტილიტმა მთელი სია ერთად მომცა )მიმყვანა იმ დასკვნამდე რომ სწორ, გამართულ კატეგორიზაციას ვიკიში - რაოდენ დიიიიიიიიდი მნიშვნელობა აქვს!!! ”პელეს ბრაზილიელ ფეხბურთელობის” საკითხი ნიუანსურად უნდა გავარჩიო . პატივისცემით --თერალი განხილვაწვლილი 08:55, 2 ივნისი 2014 (UTC)
- ჰენრი
- დიდი მადლობა, თქვენი აზროვენბის სტილი და მიდგომები საინტერესოა. შრომის მოყვარეობით ბევრი კარგი რამ გაქვთ უკვე დამტკიცებული.
- https://ka.wikipedia.org/wiki/ვიკიპედია:ვიკიპროექტები - ეს არ მქონდა ნანახი, როგორც თარგი ძაან გამომადგება.
- დაფასებაზე, მე რომ მესაუბროთ უნდა მიცნობდეთ, აქ მხოლოდ ხმამღლა გავიღიმებ, თქვენის ნებერთვით, საბჭოთა კავშირიდან დანახული, ამერიკული ცხოვრების სტანდარტზე , თქვენის მხრიდან ეს მერამდენე ბავშვური საქციელის აღარც მახსოვს , მომიტევებია, არც მე ვარ მარმელადი .
- ჰენრი, რახან არ მხვდებით, არ მირეკავთ და ა.შ. თქვენს უკეთ ამოსაცნობად , თქვენი აზრი მაინტერსებს https://www.facebook.com/photo.php?fbid=10201030313588217&set=a.3628620802346.2132603.1478863485&type=3&theater ამ საკითხე.
- ორივეს მოთხოვნები სტატიებზე ჩავინიშნე, ან მე დავწერ ან ჩემი მეგობარები და სტუდენტები .
- თანამედროვე მენაჯმენტის, მამა - კოტლერი ბევრ ქართველს, რომ ქონდეს თუნდაც გადაკითხული, შედეგიანი - სპონტანური და დაგეგმარებული საქმეების, რაოდენობით ისრაელს უნდა მივახლოვებოდით, ამ 30 წელში. განთლების პოტენციალი ჩვენში დიდი იყო ... ამ განთლების გამოყენების კოეფიციენტი კი ...
- სხვების აზრიც მაინტერესებს, მარა აქტიურობებიდან გამომდინარე მგონი კიდევ 2-3 კაცი გამოგვეხმაურება მხოლოდ --თერალი განხილვაწვლილი 09:36, 2 ივნისი 2014 (UTC)
- ახლა ვიკიპროექტის მუშაობის შესახებ. ვიკიპროექტი თარგი არაა (ალბათ, თქვენთვის ნიმუშს წარმოადგენს, შესაძლოა, ეს იგულისხმეთ). ეს არის ჯერ-ჯერობით დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნების შესახებ სტატიების სერიის შექმნას. ასე თუ ისე - ჩვენთან ჯერ-ჯერობით ვიკიპროექტები იწერება მხოლოდ ქვეყნებზე. ინგლისურ ვიკიში დიდი ხანია შორს წავიდნენ. მით უმეტეს, რომ იქ მარტივია, მოაგროვო 10 კაცი, რომელიც დაინტერესებულია, ვთქვათ, ისლამზე სტატიების წერით. ხოლო ქვეყნების შესახებ, ასე თუ ისე, ყველა ინტერესდება და მცირე წვლილი შეაქვს, ამიტომ არის, რომ ჯერ-ჯერობით მსოფლიო რუკას ვამუშავებთ.
- თქვენ ადრე იკითხეთ, ვინ სად და როგორ ხვდება ერთმანეთს ვიკიპედიის გარეთ. მე გეტყვით შეხვედრების ორგანიზების სიხშირეზე დაფუძნებით - წელიწადში 1-2ჯერ ხვდებიან, ძირითადად. მე რაც მეხება, მუშაობის ასეთი სტილი მაქვს და შესაბამისად, არც ერთ ვიკიპედიელს არ ვხდები, რაც აქ ვარ, იმ დღიდან. ასე ვმუშაობ.
- ვიკის გარეთ არსებულ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, მორალურ საკითხებზე საკუთარ ვარაუდებს არასოდეს ვაფიქსირებ ვიკიში, ეს ჩემი პირადი არჩევანია. რეალობაში კი მხოლოდ ახლო მეგობრებთან არ ვერიდები ამის გაკეთებას. მირჩევნია, ჩემი საკუთარი, მხარდამჭერი თუ უარმყოფელი პოზიციები ჩემთვის შევინახო, სულ მცირე, ვიკის შიგნით. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:55, 2 ივნისი 2014 (UTC)
- ჰენრი, თქვენი ჰოროსკოპის ბევრი დადებითი მხარე გაქვთ (ტერმინების ზეზუსტ ვერიფიცირებას ვგულისხმობ).
ყველანი ღმერთის შვილები ვართ.
მე საბჭოთა კავშირში არ დავბადებულვარ, მე საქართველოში დავიბადე, როგორც, ჩემი წინაპრები ბოლო 4000 წლის განმავლობაში , მე12 საუკუნიდან ხატის ყმები ვიყავით და ვიქნებით სილაგაძეების ჩემი შტო, 1801 წლიდან - 1991 წლამდე უცხო სახელმწიფო მანქანისთვის დისიდენტები ვიყავით, მეტ ნაკლები წარმატებით .
მამაპაური კავკასიური ტოლერანტობისთვის, ახალს ვერაფერს ვიტყვით მე და თქვენ.
2002-2009 წლებში, რეალურად ”თერალი” ვინ იყო, ქართულ ინტერნეტ სივრცეში, მხოლოდ 2-3 კაცმა იცოდა. ალბათ თქვენც გაქვთ, თქვენი მოტივი, თქვენი არჩევანისა, მე ამის მსაჯული არ ვარ , გაიხარეთ მრავალჟამიერ. --თერალი განხილვაწვლილი 12:01, 2 ივნისი 2014 (UTC)