ზურაბ ცქვიტინიძე
გამარჯობა ზურაბ, სტატია ალაზნის ველის ნამოსახლარები შეასწორეთ. მადლობა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს ასანურისგორა თუ ასანურგორა? Zangala 09:09, 29 ნოემბერი 2006 (UTC)
როგორ უნდა იყოს? იქნებ თქვენი ვერსია ჯობს. ისე კი არის სოფ. ასანური
გამარჯობა ზურაბ, ცუდი არ იქნება, თუ გადახედავთ სტატიებს, რომლებიც არქეოლოგიის თემებს ეხება. წინასწარ მადლობა. --Zangala 20:49, 2 მაისი 2007 (UTC)
შენიშვნას ვიზიარებ, მაგრამ რედაქტორების (copy-editors) ნაკლებობაა და ყველა მომხმარებლის დაწერილი სტატიების შემოწმებას ვერ ვახერხებთ. ნებისმიერი დახმარება მისასალმებელია. იმედია მოიცლით. - ალ-ო გ / წ 05:34, 9 მაისი 2007 (UTC)
გამარჯობა ზურაბ, მოხარული ვარ, რომ ხანდახან პოულობთ დროს და ახერხებთ ვიკიში შემოხედვას. ნუ დაეკარგებით ვიკიპედიას. კატეგორია:არქეოლოგია --Zangala 09:21, 9 მაისი 2007 (UTC)
გთხოვ გადახედო განხილვა:კოლდპლეი.--Zangala 09:27, 9 მაისი 2007 (UTC)
მომხმარებელი:Bpg მე მესმის, მაგრამ ეს მომხმარებელი უკვე დიდი ხანია აღარ გამოჩენილა ვიკიპედიაში. ჯერჯერობით მის მიერ დაწერილი სტატიებია, რომლებიც მისახედია, დასახვეწია ან წასაშლელი.--Zangala 09:30, 9 მაისი 2007 (UTC)
სტატია ბელოგრუდოვის კულტურა შესახებ არ გეკამათები, მაგრამ მინდა მაინც შეგეკითხო. სტატია ქსე-დან მაქვს შემოტანილი ნამდვილად ბელოგრუდოვოს კულტურა არის ქართულად? შევდომისგან არც ქსე არის დაზღვეული. --Zangala 09:50, 9 მაისი 2007 (UTC)
ნამდვილად ბელოგრუდოვოს კულტურაა. საერთოდ, არ ვიცი, სად უნდა გიპასუხო ხოლმე, აქ თუ სპეციალური ადგილი არსებობს? ცქვიტო 10:02, 9 მაისი 2007 (UTC)
გასაგებია, სად უნდა მიპასუხო? წესით ეს მინდოდა დამეწერა სტატიის განხილვის გვერდზე, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული რამდენად ნახულობ მას (მომავალში განხილვის გვერდზე დავწერ, როგორც მაგ. კოულდპლეი). ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ყველაფერი ერთ ადგილას რომ იყოს სასურველია. ყველა მომხმარებელს აქვს მომხმარებლის გვერდი და მომხმარებლის განხილვის გვერდი. წერილები უნდა მიწერო სასურველ მომხმარებელს მის განხილვის გვერდზე და ის მიიღებს ყვითელ შეტყობინებას როგორც შენ ღებულობ. --Zangala 10:26, 9 მაისი 2007 (UTC)