ივანიშვილი სეითი

რედაქტირება

დავიბადე 1992 წლის 28 აგვისტოს =) ვცხოვრობ თბილისში(რაც თავი მახსოვს) წარმოშობით საჩხერის რაიონიდან ვარ. ჭორვილაში მაქვს სოფელი და იქაურობა ძალიან მიყვარს. ზაფხულის მოსვლასთან ერთად იქ წასვლის "ლომკაც" უფრო მატულობს და თუ მალე არ მოვშორდი თბილისურ სულის ხუთვას,გაფრენას ბევრი აღარაფერი მიკლია :D

ბავშვობა

რედაქტირება

ჩემის ბავშვობა არსებითად არ განსხვავდება "ოთხმოცდაათიანელების" ბავშვობიგან. კარგად მახსოვს მთელი დღე ეზოში ვეგდე და ფეხბურთს ვთამაშობდი უბნელ ბიჭებთან(ყოველთვის ჩემზე უფროს :D) სოლოლაკში. მათგან ვსწავლობდი ფეხბურთს და ქუჩას. მართლა კარგად მახსენდება ყველაფერი რაც ამ უბანთან არის დაკავშირებული 2002 წლის მიწისძვრის გარდა. ფეხშიშველი რომ გამოვვარდი გარეთ რა დამავიწყებს :D

ნამდვილი ცხოვრება კი ჩემთვის ზაფხულში იწყებოდა. ყოველთვის როცა მშობლიურ სოფელს ვესტუმრებოდი. ნუ აქაც ფეხბურთი რა თქმა უნდა ოღონდ სწორ, გაბურძგნულ მინდორზე რომლის სტუმრებიც ხშირად მსხვილფეხა საქონლებიც იყვნენ და ერთი, დღეს უკვე "ტკბილ მოგონებად" მოსაგონებელი შემთხვევაც მახსოვს :D ნუ სიმიდზე და თხილზე აღარ არის ლაპარაკი. ერთხელ ყანის პატრონი გამოგვეკიდა და 200 მეტრი ისე ვირბინეთ აღმართი, რომ სამშვიდობოს გასულები კარგა ხანს ვეყარეთ მზიან მინდორზე. საბედნიეროდ პატრონს არ ვუცნივართ და ამ საქმიდან ახლაც "მშრალად" გამოვძვერით :D რასაც ქვია გართობა კი(როგორც ყველა სოფელში) საღამოს ბირჟაზე იწყებოდა.