სერგი გვარჯალაძე — პროდიუსერი, ტელეწამყვანი, ტელერეჟისორი.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ტელე-მაყურებლისათვის ის ცნობილია როგორც ტელეწამყვანი, ბოლო წლების განმავლობაში ის კერძო, დამოუკიდებელ მედია საპროდუქციო კომპანიას ხელმძღვანელობს. მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ რამდენიმე წარმატებული ქართული სატელევიზიო პროდუქტი ("კომუნიკატორი", "ჯეო-პოპი", "ვაკანსია") დაამზადა ისეთი ტელეკომპანიებისათვის "პირველი არხი" (საზოგადოებრივი მაუწყებელი) და "რუსთავი 2". სერგი ყველა ამ გადაცემის კონცეფციის ავტორი, წამყვანი და პროდიუსერია.

2005 წელს კი მან სრულმეტრაჟიან დოკუმენტალისტიკაშიც სცადა ძალები, როგორც ავტორმა და რეჟისორმა. 52-წუთიანი დოკუმენტური ფილმი "ელექტრონავტები", 2005 ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში იქნა პირველად წარმოდგენილი.

სატელევიზიო მოღვაწეობის გარდა, სერგი 2 საავტორო რადიოგადაცემას ("მიუზიქჰოლი" და "მუზორამა"), ამზადებს ქართული რადიოსადგურებისათვის ("ფორტუნა" და "ფორტუნა+"), ხოლო პროგრამას "ლამეტა" ლოკალური რადიოსადგურისათვის ("ანტენა მიუნსტერ") გერმანულ ქალაქ მიუნსტერში.

სერგი ასევე აქტიურია მედია-კონსულტაციის დარგში. მისი პი-არ კონცეფციით რამდენიმე საინფორმაციო თუ სარეკლამო კამანია დაიგეგმა (არის კონტაქტი კომპანია "ჯეოსელი", კლუბი "აჭარა მიუზიქჰოლი").

ამჟამად სერგი კონსულტაციებს უწევს "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს" დასაქმების პროექტს, ხოლო 2006 წლის ივნისიდან ის პროექტის "ჩვენ ერთი გუნდი ვართ" ერთ-ერთი ხელმძღანელია. ეს პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაკვეთით გაკეთდა და საქართველოს ნაკრების და მის გულშემატკივართა მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიას ითვალისწინებს. ამავე პროექტის ფარგლებში სერგის მიერ გადაღებული იქნა 56-წუთიანი დოკუმენტური ფილმი "ერთი გუნდი", რომელიც ერთი თვის მანძილზე თითქმის ყველა ქართული სატელევიზიო არხის მიერ იქნა ნაჩვენები.

2006 წლის სექტემბრიდან სერგი ასევე "პრინტ მედიაში" მოღვაწეობს, ამჯერად პირველი ქართული ყოველთვიური მუსიკალური ჟურნალის „ოზონი“ მთავარ რედაქტორად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება