მომყოლიადამიანისა და უმაღლესი ძუძუმწოვრების ორგანო, რომლის საშუალებითაც ხორციელდება კავშირი განვითარებად ჩანასახსა და დედის ორგანიზმს შორის. მომყოლი წარმოიქმნება ჩანასახის განსაკუთრებული გარსის — ქორიონის ხაოების შეერთებით საშვილოსნოს ლორწოვან, ე.წ. ბაზალურ გარსთან. მომყოლში განარჩევენ ორ ნაწილს — დედის ნაწილს, რომლის შემადგენლობაშია საშვილოსნოს ბაზალური მოსავარდნი გარსის სისხლძარღვები და მათი საბოლოო გაგანიერებული ღრუები, და ნაყოფის ნაწილს — ქორიონის ხაოებს, რომლებიც ცურავენ დედის სისხლძარღვებში, შეიწოვენ საკვებ მასალას და შემდეგ ჭიპლარის ვენით გზავნიან ნაყოფისკენ. ახალშობილის დაბადების შემდეგ მომყოლი გამოიძევება საშვილოსნოს ღრუდან. არ არის სწორი მომყოლის გაიგივება პლაცენტასთან, რომელიც თუმცა მომყოლის შემადგენლობაში შედის, მაგრამ წარმოადგენს რთული სეკრეციული ფუნქციის დამოუკიდებელ ორგანოს.

ლიტერატურა

რედაქტირება