მომოტომბო
მომოტომბო (ესპ. Momotombo) — მოქმედი სტრატოვულკანი ნიკარაგუაში. სიმაღლე 1297 მ. ვულკანი გაწოლილია ტბა მანაგუას ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, ქალაქ ლეონიდან აღმოსავლეთით 36 კმ-ში (პირდაპირი ხაზით). მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1610 წელს.
მომოტომბო | |
---|---|
მომოტომბო | |
კოორდინატები: 12°25′19″ ჩ. გ. 86°32′24″ დ. გ. / 12.42194° ჩ. გ. 86.54000° დ. გ. | |
ქვეყანა | ნიკარაგუა |
სიმაღლე | 1297 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2015 წლის 2 დეკემბერი |
ვულკანს გააჩნია კონუსისებრი, სიმეტრიული ფორმა. მომოტომბო წარმოადგენს ნიკარაგუის ერთ-ერთ სიმბოლოს. ხშირად ვულკანი გამოსახულია ღია ბარათებზე, ასანთის კოლოფებზე და სხვა. იგი გამოსახული იყო ასევე ნიკარაგუის გერბზე 1854 წელს.
მომოტომბოს უკანასკნელი სეისმური აქტივობა შეიმჩნეოდა 2005 წელს. 2015 წლის 3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია 110 წლიანი პაუზის შემდეგ ვულკანის გააქტიურების შესახებ.[1] 2015 წლის 2 დეკემბერს მომოტომბო ამოიფრქვა. ვულკანი ისროდა ლავასა და ფერფლს.[2] ნიკარაგუაში ვულკანის გამო განგაში გამოცხადდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Climbing the Momotombo Volcano
- Momotombo on stamps დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine.
- Images of Momotombo დაარქივებული 2003-10-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nicaragua's Momotombo volcano erupts for the first time in a century
- ↑ Nicaraguas Momotombo spuckt Lava und Asche. orf.at (02.12.2015). ციტირების თარიღი: 03.12.2015.