მოლი რინგუოლდი
მოლი კეტლინ რინგუოლდი (დ. 18 თებერვალი, 1968) — ამერიკელი მსახიობი და მწერალი.
მოლი რინგუოლდი | |
---|---|
რინგუოლდი 2010 წელს | |
დაბადების სახელი | მოლი კეტლინ რინგუოლდი |
დაბადების თარიღი |
18 თებერვალი, 1968 როზვილი, კალიფორნია, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, მწერალი |
აქტიური | 1977-დღემდე |
რინგუოლდმა პირველი მნიშვნელოვანი როლი NBC-ის სიტკომში ფაქტები ცხოვრების შესახებ მოიპოვა, მას შემდეგ, რაც ქასთინგის რეჟისორი მიუზიკლის ენი სასცენო დადგმაში ობოლი გოგონას როლის მისი შესრულებით მოიხიბა. 1982 წელს რინგუოლდმა შექსპირის პიესაზე ქარიშხალი დაფუძნებილ ამავე სახელწოდების ფილმში მირანდას როლი შეასრულა, რამაც მას კატეგორიაში წლის ახალი ვარსვლავი ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა.
რინგუოლდს პოპულარობა მოუტანა ჯონ ჰიუზის თინეიჯერულ ფილმებში მონაწილეობამ, ესენია: თექვსმეტი სანთელი (1984), კლუბი საუზმე (1985) და ლამაზმამი ვარდისფერში (1986). 1994 წელს მან ითამაშა სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციაში წინააღმდეგობა. 2017 წლიდან მსახიობი სატელევიზიო სერიალში რივერდეილი მერი ენდრიუსის როლს ასრულებს.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებარინგუოლდი კალიფორნიის შტატის ქალაქ როზვილში ადელ ედით და რობერტ სკოტ რინგუოლდების ოჯახში დაიბადა. იგი ნაწილობრივ შვედური წარმოშობისაა.[1] რინგუოლდმა სამსახიობო კარიერა ხუთი წლის ასაკში დაიწყო, როცა სასცენო დადგმაში ელისი საოცრებათა ქვეყანაში მიიღო მონაწილეობა. მან განათლება ლოს-ანჯელესის ფრანგულ ლიცეუმში მიიღო.[2]
კარიერა
რედაქტირებაადრეული კარიერა
რედაქტირება1978 წელს 10 წლის რინგუოლდმა როლი მოიპოვა ბროდვეის მიუზიკლში ენი, რომელიც ლოს-ანჯელესში დაიდგა.[3] 1979 წელს მან სატელევიზიო სიტკომში ფაქტები ცხოვრების შესახებ მიიღო მონაწილეობა. პირველი სეზონის შემდეგ სერიალის სამსახიობო შემადგენლობა განაახლეს, რის შედეგადაც სიტკომს მსახიობთა დიდი ნაწილი, მათ შორის რინგუოლდი გამოეთიშა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ იგი მსახიობმა ნენსი მაკ-კეონმა ჩაანაცვლა.[4]
1982 წელს რინგუოლდმა შექსპირის პიესაზე დაფუძნებულ ფილმში ქარიშხალი მირანდას როლი შეასრულა, რომლისთვისაც ოქროს გლობუსის ნომინაცია დაიმსახურა.[5]
ვარსკვლავობა
რედაქტირებარინგუოლდს ცნობადობა და კრიტიკული აღიარება მოუტანა ჯონ ჰიუზის ფილმმა თექვსმეტი სანთელი (1984). ფილმში მან სამანტა ბეიკერის როლი შეასრულა, რომლის მეთექვსმეტე დაბადების დღეც ოჯახის წევრებს ავიწყდებათ. მსახიობს კიდევ უფრო მეტი წარმატება მოუტანა ჰიუზის მორიგმა ფილმმა კლუბი საუზმე (1985), რომელმაც როგორც კომერციული, ასევე კრიტიკული წარმატება დაიმსახურა. რინგუოლდმა ფილმში მდიდარი და განებივრებული მოზარდი კლერ სტენდიშის როლი შეასრულა, რომელმაც გაკვეთილები საყიდლებზე წასვლის მიზნით გააცდინა. მსახიობის შესრულებამ დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
მომდევნო წელს რინგუოლდმა მთავარი როლი შეასრულა ჰიუზის მორიგ წარმატებულ ფილმში ლამაზმანი ვარდისფერში. იმავე წელს მას შესთავაზეს როლი ჰიუზის ფილმში რაღაც მშვენიერი, რომელზეც უარი თქვა, რადგან მისი წინა როლების მსგავსი იყო.
1986 წელს რინგუოლდის ფოტო ტაიმის 26 მაისის გამოცემის გარეკანზე დაიბეჭდა.[6]
1987 წელს რინგუოლდმა რობერტ დაუნ უმცროსთან ერთად ითამაშა რომანტიკულ კომედიაში მოხსნის სპეციალისტი.[7] ფილმში დაუნი მექალთანე მამაკაცის როლს ასრულებს, რომელსაც რინგუოლდის პერსონაჟი უყვარდება. ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა და ზომიერი კრიტიკული წარმატება მოიპოვა.
1990-2010
რედაქტირება1990 წელს რინგუოლდმა ითამაშა ჯეიმზ სკოტის რომანტიკულ კომედიაში გამდიდრება. იმავე წელს მსახიობი ფილმში ბეტსის ქორწინება ბეტსი ჰუპერის როლში გამოჩნდა. ფილმმა კომერციული წარმატება მოიპოვა, თუმცა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რინგუოლდმა უარი თქვა მთავარ როლებზე ფილმებში: ლამაზმანი (1990) და მოჩვენება (1990).[8]
1992 წელს რინგუოლდმა მონაწილეობა მიიღო ფილმში ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება: ელისონ გერცის ისტორია, რომელიც შიდსის აქტივისტი ელისონ გერცის ცხოვრებაზეა დაფუძნებული.
1994 წელს მსახიობმა ფრენი გოლდსმიტის როლი შეასრულა სატელევიზიო მინისერიალში წინააღმდეგობა, რომელიც სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას წარმოადგენს. სერიალისთვის რინგუოლდმა დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. 1995 წელს იგი მთავარ როლში გამოჩნდა ეროტიულ ფილმში მავნებელი, რომელიც მედიცინის სტუდენტისა და კოლეჯის ბეისბოლის ვარსკვლავის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მსახიობმა მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე პერსონაჟის როლი შეასრულა.
1996 წელს რინგუოლდმა მონაწილეობა მიიღო ABC-ის სიტკომში ქალაქები. მსახიობმა უსინათლო ქალის როლი შეასრუალა სერიალში WENN-ის გახსენება (1996-1998), რომელმაც კრიტიკული აღიარება დაიმსახურა.
რინგუოლდმა ფლინ ბოილთან და ტერი ჰატჩერთად ერთად მონაწილეობა მიიღო 1998 წლის სატელევიზო ფილმში მას შემდეგ, რაც წახვედი, რომელიც ყოფილი კლასელების შეხვედრაზე მოგვითხრობს. 1999 წელს მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა პაულა ვოგელის პიესაში როგორ ვისწავლე მანქანის ტარება, რომელიც ლოს-ანეჯელში დაიდგა. 2000 წელს რინგუოლდმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალის გარე საზღვრები ეპიზოდში განკითხვის დღე.
2001 წელს მსახიობის კამეო შედგა კომერციულად წარმატებულ პაროდიულ ფილმში არასაბავშვო ფილმი, რომლისთვისაც მან MTV-ის ჯილდოს ნომინაცია მოიპოვა.
2006 წელს რინგუოლდმა ითამაშა სატელევიზიო ფილმში დავიწყებული ცოლები. იმავე წელს მსახიობმა ჩერითი ჰოუპ ვალენტაინის როლი შეასრულა ბროდვეის მიუზიკლში ტკბილი ჩერითი.[9] რინგუოლდმა მონაწილეობა მიიღო ABC-ის საოჯახო სერიალში ამერიკელი თინეიჯერის საიდუმლო ცხოვრება (2008-2013), რომელშიც მან მთავარი პერსონაჟის დედის როლი შეასრულა.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Molly Ringwald“. Who Do You Think You Are?. სეზონი 7. ეპიზოდი 4. TLC. 2016.[მკვდარი ბმული]
- ↑ Belk, Melissa (4 December 2012). „New Again: Molly Ringwald“. Interview.
- ↑ Karlyn, Kathleen Rowe, "'Too Close for Comfort': American Beauty and the Incest Motif", Cinema Journal, 44, Number 1, Fall 2004, pp. 69–93. University of Texas Press.
- ↑ Voss, Brandon. (2010) Molly Ringwald: Pretty in Print. Advocate.com.
- ↑ Gora, Susannah (2010). You Couldn't Ignore Me If You Tried. Three Rivers Press. გვ. 26.
- ↑ „Molly Ringwald on the cover of Time“. Time.com.
- ↑ Hinson, Hal. 'The Pick-Up Artist' (PG-13).
- ↑ Monica Corcoran. „Molly Ringwald: Pretty in Pucci“. Los Angeles Times.
- ↑ AP. "Molly Ringwald to take 'Sweet Charity' on the road this fall", USA Today, 2006.
- ↑ "Molly Ringwald's Not A Teenager Anymore!" დაარქივებული 2008 საიტზე Wayback Machine. , TV Guide, 2008.