მოკლეზედაფრთიანი ხოჭოები
მოკლეზედაფრთიანი ხოჭოები, სტაფილინები (ლათ. Staphylinidae) — მწერების ოჯახი ხეშეშფრთიანთა რიგისა. აქვთ ვიწრო და წაგრძელებული (1,5-40 მმ) სხეული. მათი მატლები მოძრავია. ოჯახში 30 ათასი სახეობაზე მეტია. იკვებებიან მწერებით, მატლებით, პატარა ტკიპებითა და სხვა. ზოგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მეორეხარისხოვანი მავნებელია. Paedurus-ის გვარის მოკლეზედაფრთიანი ხოჭოების სისხლი შხამიანია და კანზე მოხვედრისას ადგილობრივ ანთებას იწვევს.
მოკლეზედაფრთიანი ხოჭოები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Staphylinidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 69.