მოთქმა — ქართული სამგლოვიარო რიტუალის შემადგენელი ნაწილი, ზეპირსიტყვიერების იმპროვიზაციული სახეობა. ასრულებს მოტირალი (იგივეა, რაც „ხმით მოტირალი“, „გლოვის მგოსანი“, „გოდების შემსხმელი“, „მომთქმელი“) გლოვის გამოსახატავად და მიცვალებულის ღირსებათა წარმოსაჩენად, ზოგჯერ ლექსადაც. მოთქმის ზოგიერთი ფორმა ახლაც გვხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (მოთქმის ნიმუშები იხილეთ წიგნებში: „ხალხური სიბრძნე“, ტ. 4, თბ., 1965; „ქართული ხალხური პოეზია“, ტ. 5, 1976).

ლიტერატურა

რედაქტირება