„გლოვის მგოსანი“ — ქართული სამგლოვიარო რიტუალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის – დატირების – შემსრულებელი; მიცვალებულის პროფესიული თუ ნახევრად პროფესიული დამტირებელი. ტერმ. „გლოვის მგოსანი“ დადასტურებულია ძვ. ქართულ წყაროებში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით მთაში, შემორჩენილია დატირების ტრადიციული წესი; აქ დღესაც არიან „გლოვის მგოსნები“, რომლებიც ლექსად დაიტირებენ ხოლმე გარდაცვლილს. ეს ლექსები გამოირჩევა ღრმა ემოციურობით, თავისებური ფორმით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბარდაველიძე ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 49.
  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956; ქართული ხალხური პოეზია თორმეტ ტომად, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1973;
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956.