მოთემე
მოთემე — თემის კაცი, რომელსაც ძველ საქართველოში სასამართლო იყენებდა რაიმე გარემოების გამოსაღკვევად. მოთემეს ევალებოდა აგრეთვე ნაკლებმნიშვნელოვანი დავა-საჩივრების „გარიგება“. საფიქრებელია, რომ მოთემე იგივე ადგილობრივი (უპირატესად მომრიგებელი) მოსამართლე იყო, რომელსაც სოფელი გარკვეული ვადით ირჩევდა. ასეთ მოსამართლეს „სოფლის კაცს“, „ხევის კაცს“ და „ბჭესაც“ უწოდებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელია მ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, ტ. 1, თბ., 1970, გვ. 243-252;
- კეცხოველი ნ., ხევისკაცობა, «საბჭოთა სამართალი», 1975, № 2;
- ფურცელაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 67.