მოზაზავრები
მოზაზავრები (ლათ. Mosasauridae) — ნამარხი ზღვის ქვეწარმავლების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 12 მ აღწევდა. კბილები სასაზეც ჰქონდათ. ტანი ქერცლებით იყო დაფარული. ჰქონდათ მოკლე, ფარფლისმაგვარი კიდურები. მოზაზავრებისთვის კუდი ძირითადი მამოძრავებელი ორგანო იყო. აქტიური მტაცებლები იყვნენ, რომელთაც იქთიოზავრები და პლეზიოზავრები შეცვალეს. იკვებებოდნენ თევზებით, მოლუსკებით, კანეკლიანებით. ცნობილი არიან თითქმის ყველა მატერიკის (ავსტრალიის გარდა) ზედაცარცული ნალექებიდან.
მოზაზავრები | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Mosasauridae | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- მჭედლიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 64-65.