მოდული (პროგრამირება)
მოდული კომპიუტერულ პროგრამირებაში წარმოადგენს პროგრამის ფუნქციონალურად დასრულებულ ფრაგმენტს, რომელიც გვხვდება საწყისი კოდის მქონე ცალკეული ფაილის ან სხვა პროგრამაში გამოსაყენებლად განსაზღვრული მისი მუდმივი ნაწილის დასათაურებული სახით. მოდულირების პრინციპიდან გამომდინარე მოდულები საშუალებას იძლევიან რთული ამოცანები დაყონ შედარებით მცირე ნაწილებად.
მოდული შეიძლება იყოს ჩვეულებრივი, ანუ იყოს დაწერილი იმავე პროგრამირების ენაში, რომელშიც შექმნილია ის ძირითადი პროგრამა, რაშიც გამოიყენება ეს მოდული, ან გაფართოებული, რომელიც შექმნილია ძირითადი პროგრამირების ენისაგან განსხვავებულ ენაში. გაფართოებული მოდულები ჩვეულებრივ იწერებიან შედარებით დაბალი დონის ენების გამოყენებით, რაც პროგრამის შესრულების სიჩქარეს ზრდის.
მოდულთა კონცეფციის ისტორია
რედაქტირებამოდულთა კონცეფციის ისტორიას, როგორც კომპილაციის ერთეულებს, მივყავართ ფორტრან II და ქობოლ ენებამდე, ანუ 1950-იან წლებამდე. 1976 წელს გამოვიდა პუბლიკაცია, რომელშიც განიხილებოდა მოდულირების კონცეფცია და Mesa პროგრამირების ენა, შექმნილი Xerox PARC-ში. 1977 წელს ამ კონცეფციას დეტალურად გაეცნო მეცნიერი ნიკლაუს ვირტი, რომელიც ურთიერთობდა Xerox PARC-ის გამომგონებლებთან. ეს იდეები ვირტს გამოადგა მოდულა-2-ს ენის შექმნისას, რომლის შესახებაც პუბლიკაცია გამოიცა 1977 წელსვე.
თავსებადი ენები
რედაქტირებაესენია ენები, რომელთაც გააჩნიათ მოდულირების კონცეფციის მხარდაჭერა: IBM S/360 Assembler, ქობოლი, RPG, PL/1, ადა, D, F (ინგლ.), ფორტრანი, Haskell, Blitz BASIC, OCaml, პასკალი, ML, მოდულა-2, ობერონი, კომპონენტური პასკალი, Zonnon, Erlang, Perl, Python და Ruby. IBM System გამოიყენებდა RPG, ქობოლ და CL ენათა მოდულებს მაშინ, როცა პროგრამირება ხდებოდა ILE-ს გარემოში.