მოდენის საკათედრო ტაძარი
(გადამისამართდა გვერდიდან მოდენის კათედრალი)
მოდენის საკათედრო ტაძარი (იტალ. Duomo di Modena) — ეკლესია იტალიის ქალაქ მოდენაში. წარმოადგენს მოდენა-ნონანტოლის რომანულ-კათოლიკური არქისაეპისკოპოსოს ცენტრს. ტაძრის მშენებლობა 1184 წელს დასრულდა და მიჩნეულია ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რომანული სტილის შენობად. 1997 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
მოდენის საკათედრო ტაძარი, ტორე-ჩივიკას კოშკი და პიაცა-გრანდეს მოედანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 44°38′46″ ჩ. გ. 10°55′32″ ა. გ. / 44.64611° ჩ. გ. 10.92556° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 827 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 827 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ამ ადგილას, V საუკუნიდან მოყოლებული, ორი ეკლესია მდებარეობდა, მაგრამ ორივე დაინგრა. თანამედროვე ტაძრის სამშენებლო სამუშაოები 1099 წელს დაიწყო მშენებლობის ოსტატის, ლანფრანკოს მეთაურობით, იმ ადგილას, სადაც მოდენის მფარველის, წმინდა ჯემინიანუსის საფლავი მდებარეობდა. მისი წმინდა ნაწილები დღესაც კათედრალის აკლდამაშია დაბრძანებული. მშენებლობა საბოლოოდ 1184 წლის 12 ივლისს, პაპ ლუციუს III-ის დროს დასრულდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Duomo di Modena
- Veduta tridimensionale su Live Search
- Diocesi di Modena-Nonantola დაარქივებული 2008-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Re Artù a Modena დაარქივებული 2008-12-01 საიტზე Wayback Machine.