მოდების რესპუბლიკური ცენტრი

მოდების რესპუბლიკური ცენტრისააქციო საზოგადოება. შეიქმნა 1996 წელს შპს „მოდების რესპუბლიკური ცენტრის“ ბაზაზე.

1949 წელს დაარსდა საქართველოს მოდელების სახლი. 1986 წელს მას დაერქვა საქართველოს მოდისა და ჩაცმის კულტურის რესპუბლიკური ცენტრი, რომელიც 1989 წლიდან ამავე სახელწოდების საიჯარო საწარმოდ გადაკეთდა. 1994 წელს შეიქმნა შპს „მოდების რესპუბლიკური ცენტრი“. ადრე საწარმო ამზადებდა ტანსაცმელს მოდელების კოლექციის საჩვენებლად და გამოფენის მოსაწყობად, თარგებსა და ხარისხობრივ ნიმუშებს სამკერვალო ფაბრიკებისათვის, აგრეთვე ტრიკოტაჟის სამკერვალო ნაწარმს. 1996 წლიდან მოდების რესპუბლიკური ცენტრი თანამშრომლობს გერმანიის სამოდელო-სავაჭრო ფირმასთან — „ლებეკთან“, რომელსაც მოდების რესპუბლიკურ ცენტრში შეაქვს ძირითადი მაკომპლექტებელი და შესაფუთავი მასალები. საწარმოში იკერება ტანსაცმელი (პიჯაკები, პალტოები, ქვედა ბოლოები, შარვლები, ბლუზები და სხვ.). მიღებული პროდუქცია იგზავნება გერმანიაში, შემდეგ იყიდება საფრანგეთში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში. 1996 წელს საფრანგეთში, ქალაქ დიჟონის საერთაშორიშო გამოფენაზე, საწარმოს მიერ შექმნილმა მოდების კოლექციამ მიიღო 5 პირველი ხარისხის დიპლომი და ოქროს მედალი, 1996 წელს ბელგრადში (იუგოსლავია), საერთაშორიშო გამოფენაზე — 5 ოქროს მედალი. სააქციო საზოგადოების გენენერალური დირექტორი იყო გ. მანაგაძე.

ლიტერატურა

რედაქტირება