მოგილიოვის ხიდი (რუს. Могилёвский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს კოლომენსკისა და პოკროვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 28,3 მეტრი, ხოლო სიგანე — 24 მეტრი.

მოგილიოვის ხიდი
რუს. Могилёвский мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°55′18″ ჩ. გ. 30°17′35″ ა. გ. / 59.92167° ჩ. გ. 30.29306° ა. გ. / 59.92167; 30.29306
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია გრიბოედოვის არხი
სიგრძე 28,3 
სიგანე 24 
გზის ხაზების რაოდენობა 4
გახსნის თარიღი 1906 წ.
რეკონსტრუქცია 1916, 1928, 1951-1953 წწ.
მოგილიოვის ხიდი — რუსეთი
მოგილიოვის ხიდი
მოგილიოვის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
მოგილიოვის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

მოგილიობის ხიდი მდებარეობს ლერმონტოვის პროსპექტის ღერძზე. ხიდთან ახლოს მდებარეობს ესტონური მართლმადიდებლური საძმოს წმინდა ისიდორეს ეკლესია.

დინების ზემოთ მდებარეობს პიკალოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ალარჩინის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია (1,6 კმ) „სადოვაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

სახელწოდება ცნობილია 1906 წლიდან და მომდინარეობს მოგილიოვის ქუჩიდან. თავდაპირველად გამოიყენებოდა ფორმა მოგილიოვის საფეხმავლო ხიდი, მაგრამ 1912 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ ხიდი სატრანსპორტოც გახდა და დასახელება „საფეხმავლო“ ხმარებიდან ამოვარდა. საბჭოთა პერიოდში ხიდისთვის სახელი არ გადაურქმევიათ.

1905-1906 წლებში ინჟინერ პ. ა. ლიხაჩევის პროექტითა და მეთვალყურეობით ააგეს საფეხმავლო ხის ხიდი. 1911-1912 წლებში ხიდი გადააკეთეს და მასზე ტრანსპორტმაც დაიწყო გადაადგილება. 1928 წელს ხიდი გააფართოვეს 19,5 მეტრამდე და შეუნარჩუნეს ძვლი კონსტრუქცია. ლენინგრადის ბლოკადის დროს ხიდი დაიწვა.

დღეს არსებული ხიდი ააგეს 1951-1953 წლებში „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერ ვ. ვ. ბლაჟევიჩისა და არქიტექტორ ს. გ. კრასიკოვის პროექტის მიხედვით.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი ამჟამად ერთმალიანია და რკინა-ბეტონითაა აგებული. ხიდი გამოიყენება როგორც საფეხმავლოდ, ასევე ავტომობილების გადასაადგილებლად. სავალი ნაწილი ოთხი ზოლისაგან შედგება. სავალი ნაწილი და ტროტურები მოასფალტებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 470. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 332. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება