მოასირ ჯეიმი სკლიარი (პორტ. Moacyr Jaime Scliar; დ. 23 მარტი, 1937 — გ. 27 თებერვალი, 2011) — ბრაზილიელი მწერალი და ფიზიკოსი. მისი შემოქმედების ცენტრალური თემაა ებრაული იდენტობის კვლევა დიასპორის პირობებში, კერძოდ კი ბრაზილიაში მცხოვრებ ებრაელთა მაგალითზე.

მოასირ სკლიარი
პორტ. Moacyr Jaime Scliar
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1937(1937-03-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი პორტუ-ალეგრი
გარდაცვალების თარიღი 27 თებერვალი, 2011(2011-02-27)[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი პორტუ-ალეგრი
საქმიანობა მწერალი[10] და ექიმი
ენა პორტუგალიური ენა
მოქალაქეობა  ბრაზილია
ალმა-მატერი Federal University of Rio Grande do Sul
ჟანრი რომანი, მოთხრობა, ესე, chronicle და საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა
ჯილდოები Prêmio Jabuti და Ordem do Mérito Cultural
საიტი scliar.org/moacyr/

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა რიუ-გრანდი-დუ-სულის ქალაქ პორტუ-ალეგრიში, ებრაელების ოჯახში, რომლებიც ბრაზილიაში ბესარაბიიდან 1919 წელს ემიგრიდნენ. განათლება მედიცინის განხრით მიიღო. თავდაპირველად პორტუ-ალეგრიში ებრაულ საავადმყოფოში მუშაობდა, მოგვიანებით კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის განხრით განაგრძნო მუშაობა.[11]

შემოქმედება რედაქტირება

ნაყოფიერი სამწერლო კარიერის მანძილზე სკლიარმა პორტუგალიურ ენაზე 100-ზე მეტი წიგნი გამოაქვეყნა. ავტორი არაერთ ჟანრში მოღვაწეობდა, ეს იყო მოთხრობა, რომანი, საყმაწვილო ლიტერატურა, საბავშვო წიგნები თუ ესეები.

სკლიარის რომანი „კენტავრი ბაღში“ (1985) იდიშის ეროვნულმა წიგნის ცენტრმა შეიყვანა სიაში „თანამედროვე ებრაული ლიტერატურის 100 საუკეთესო ნაშრომი“. ერთ-ერთ ებრაულ ჟურნალთან ინტერვიუში სკლიარმა კენტავრის მეტაფორულ დატვირთვაზე ისაუბრა: „კენტავრი ორმაგი იდენტობის სიმბოლოა, რომელიც ბრაზილიის მსგავს ქვეყანაში ებრაელთა კულტურულ ნიშან-თვისებებს ასახავს. სახლებში იდიშზე ვსაუბრობთ, გეფილტე თევზს მივირთმევთ და შაბათს ავღნიშნავთ, ქუჩაში კი ფეხბურთს ვთამაშობთ, სამბას ვცეკვავთ და პორტუგალიურად ვსაუბრობთ. ყოველივე ამის შემდეგ კი სწორედ კენტავრებად ვგრძნობთ თავებს.“

სკლიარის წიგნები არაერთ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, შვედურად, ესპანურად, იტალიურად, ებრაულად, ქართულად და დანიურად. მისი თარგმნილი პროზა იუნესკოს თარგმანების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიაშია შესული.

ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანი „კაფკას ლეოპარდები“.

აღიარება რედაქტირება

  • 2003 — აირჩიეს ბრაზილიის ლიტერატურის აკადემიის უვადო წევრად
  • 2009 — სან-პაულოს ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენილი იყო წლის საუკეთესო წიგნის კატეგორიაში[12]
  • 2010 — იყო სან-პაულოს ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრი[13]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რომანები რედაქტირება

  • „კენტავრი ბაღში“ (1985)
  • „კაფკას ლეოპარდები“ (2000)

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Babelio — 2007.
  8. 8.0 8.1 Base biographique
  9. http://diversao.terra.com.br/gente/noticias/0,,OI4964741-EI13419,00-Imortal+da+Academia+de+Letras+Moacyr+Scliar+morre+aos+anos.html
  10. Deutsche Nationalbibliothek Record #118913344 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. Levin, Janet (2012). „Moacyr Scliar“. Jewish Renaissance. 12 (1): 19.
  12. Folha Online. (2009) Prêmio São Paulo de Literatura divulga finalistas. Folha de S.Paulo.
  13. Prêmio São Paulo de Literatura 2010. Governo do Estado de São Paulo: Secretaria da Cultura (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 21 მარტი 2022.