მნაცაკან ისკანდარიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მნაცაკან ისკანდარიანი (სომხ. Մնացական Իսկանդարյան, რუს. Мнацакан Фрунзевич Искандарян; დ. 17 მაისი, 1967, გიუმრი, სომხეთი) — სომეხი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენი, რომელიც საბჭოთა კავშირსა და რუსეთში ასპარეზობდა. ისკანდარიანი არის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ორგზის ევროპის ჩემპიონი. მან 1991 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 2000 წელს დასახელდა რუსეთის დამსახურებულ მწვრთნელად. არმენ ნაზარიანის შემდეგ მნაცაკან ისკანდარიანი მეორე სომეხია, რომელიც დიდების დარბაზში შეიყვანეს.[2]

მნაცაკან ისკანდარიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Մնացական Իսկանդարյան
ეროვნება სომეხი
დაბ. თარიღი 17 მაისი, 1967 (1967-05-17) (57 წლის)
დაბ. ადგილი გიუმრი, სომხეთი
სიმაღლე 169 სმ
წონა 75 კგ
სპორტი
ქვეყანა რუსეთი[1]
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული
კლუბი KSV Witten 07
მწვრთნელი კორიუნ მოვსესიანი
ჯილდოები Honoured Coach of Russia და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
მამაკაცთა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ოლიმპიური თამაშები
ოქრო 1992 ბარსელონა 74 კგ
დროშა: სსრკ სსრკ
მსოფლიო ჩემპიონობა
ოქრო 1990 ოსტია 74 კგ
ოქრო 1991 ვარნა 74 კგ
ევროპის ჩემპიონობა
ვერცხლი 1989 ოულუ 68 kg
ოქრო 1991 ასჩასენბურგი 74 kg
ოქრო 1992 კოპენჰაგენი 74 kg
მსოფლიო თასი
ოქრო 1988 ათენი 68 კგ
დროშა: რუსეთი რუსეთი
მსოფლიო ჩემპიონობა
ოქრო 1994 ტამპერი 74 კგ

ბიოგრაფია

რედაქტირება

მნაცაკან ისკანდარიანმა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 1978 წელს დაიწყო. მას კორიუნ მოვსესიანი ხელმძღვანელობდა. 1987 წელს იგი გახდა „Espoir“-ის მსოფლიო ჩემპიონი. 1988 წელს ისკანდარიანი გახდა სსრ კავშირის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ეროვნული გუნდის წევრი. იმავე წელს მან მოიპოვა ოქროს მედალი ჭიდაობის მსოფლიო თასის გუნდურ შეჯიბრებაში. ისკანდარიანი საბჭოთა კავშირის ეროვნული გუნდის წევრად საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991) რჩებოდა. მან 1989 წლის ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატში მოიგო ვერცხლის მედალი. 1990 წელს, იგი 68-კილოგრამ კატეგორიიდან 74-კილოგრამ კატეგორიაში გადავიდა და ამავე წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოქროს მედლით დაასრულა. 1991 წელს ისკანდარიანი გახდა ევროპის ჩემპიონი და ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონობა. 1992 წელს მან ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავის დივიზიონში იგი ნომერ პირველ მოჭიდავედ სახელდებოდა. ისკანდარიანი 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში ოქროს მედლის მოგების მთავარი კანდიდატის სტატუსით შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ისკანდარიანის სომხეთის ახლა დამოუკიდებელი იყო, ყოფილი საბჭოთა ოლიმპიელები მაინც ერთად თამაშობდნენ 1992 წლის ბარსელონაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე (მათ ერთიანი გუნდი ეწოდათ). ისკანდრიანმა ოლიმპიადაზე ყველა თავისი მოწინააღმდეგე დაამარცხა და დამსახურებული ოლიმპიური ოქროს მედალიც მიიღო.

ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, ისკანდრიანმა ორი წელი უმოქმედობაში გაატარა (იგულისხმება სპორტის მხრივ). იგი საბოლოოდ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნდა და მესამე მსოფლიო ჩემპიონობაც მოიპოვა. იგი ასპარეზობდა ატლანტაში გამართულ 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე. ამ ტურნირში მან მედლის მოპოვება ევრ შეძლო და ტურნირი მე-5 ადგილით დაასრულა. მან მოჭიდავის კარიერას თავი 1996 წელს დაანება და შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. 1996 წლის მდგომარეობით იგი იყო რუსეთის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sports-Reference.com
  2. Lutte Gréco-Romaine. www.fila-official.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 7 January 2013.