მიჰრუმაჰ-ჰანიმ სულთანი
მიჰრუმაჰ-ჰანიმ სულთანი (1547-1593/1602) — შეჰზადე ბაიაზიდისა და ფატმა სულთნის ქალიშვილი, სულეიმან I-ის და ჰიურემ სულთნის შვილიშვილი.
მიჰრუმაჰ-ჰანიმ სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | თურქ. Mihrumah Sultan |
დაბადების თარიღი |
1547 ქუთაჰია, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1593 ან 1602 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე(ები) | დამატ მუზაფერ-ფაშა |
შვილ(ებ)ი |
ვაჟები: მურად-ბეი მეჰმედ-ბეი ქალიშვილი: ჰატიჯე სულთანი |
მშობლები |
მამა: შეჰზადე ბაიაზიდი დედა: ფატმა სულთანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიჰრუმაჰ ჰანიმ-სულთანი დაიბადა 1547 წელს, ქუთაჰიაში. სახელი დაერქვა, მისი მამიდის მიჰრიმაჰ სულთანის პატივსაცემად. 1561 წელს მისმა მამამ, შეჰზადე ბაიაზიდმა წამოიწყო აჯანყება მისი ძმის, სელიმის წინააღმდეგ. დამარცხების შემდეგ, ბაიაზიდი და მისი 5 ვაჟი სიკვდილით დასაჯეს. ამავე წელს, მიჰრუმაჰი მიათხოვეს დამატ მუზაფერ-ფაშას. ამ ქორწინებიდან მას ეყოლა 3 შვილი: მეჰმედ-ბეი (1563-1621), მურად-ბეი (1566-1618) და ჰატიჯე სულთანი (1568-1630). მიჰრუმაჰ-ჰანიმ სულთანი გარდაიცვალა სტამბოლში. გარდაცვალების თარიღი უცნობია. სავარაუდოდ 1593 ან 1602 წელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- 1.Yılmaz Öztuna- Kanuni Sultan Süleyman — Ötüken Neşriyat A.Ş., 2016. — 208 с.