მიჰრან ბოსტანჯიანი

მიჰრან მიჰრანის ძე ბოსტანჯიანი (დ. 9 აგვისტო, 1913, სოფ. ზემო ეშერა, ახლანდ. სოხუმის მუნიციპალიტეტი, — გ. 14 თებერვალი, 1958, გაგრა) — საბჭოთა კავშირის არმიის ლეიტენანტი, ეთნიკურად სომეხი საქართველოდან. საბჭოთა კავშირის გმირი (1944).

საბჭოთა არმიაში მსახურობდა 1935 წლიდან. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სტალინგრადთან, უკრაინაში, ავსტრიაში. 1943 წელს მდინარე დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დემობილიზაციის შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა გაგრაში.

ლიტერატურა

რედაქტირება