მიხეილ ყიფიანი
მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი (დ. 12 აპრილი, 1833, სოფ. ვახანი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 2 მარტი, 1891, ვლადიკავკაზი) — ქართველი პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპირველდაწყებითი განათლება მიიღო გორის სამაზრო სასწავლებელში. შემდეგ დაამთავრა კავკასიის სამიჯნე სკოლა თბილისში და დაიწყო მუშაობა ტოპოგრაფად. პარალელურად აქვე ასწავლიდა საკვირაო სკოლის ქართველ მოსწავლეებს, შეადგინა არითმეტიკისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოები, სხვებთან ერთად შექმნა ქართული შრიფტი (ე.წ. „ვენური“), რომლითაც იბეჭდებოდა გაზეთი „ივერია“, თარგმნა ლერმონტოვის, შექსპირისა და სახვათა ნაწარმოებები; იყო ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი; მონაწილეობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და მის საქმიანობაში; გახსნა ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში. მისი თაოსნობით დაარსდა „თერგის ოლქის მთიელთა შორის განათლებისა და ტექნიკური ცოდნის გამავრცელებელი საქველმოქმედო საზოგადოება“, რომლის პირველი თავმჯდომარე თვითონ იყო, მან ჩაუყარა საფუძველი ოსეთში საგამომცემლო და საბიბლიოთეკო საქმეს, მისი თაოსნობით გამოიცა „ოსური ანბანი“ და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 358, თბ., 1994
- * ქართულ-ოსური ურთიერთობები, ენციკლოპედია-ალბომი, მთავარი რედაქტორი ნაირა ბეპიევი, თბ., 2020