მიხეილ ყაზბეგი

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაზბეგი.

მიხეილ გაბრიელის ძე ყაზბეგი (დ. 15 ივნისი, 1805 — გ. 18 ივნისი, 1876) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1859), მწერალ ალექსანდრე ყაზბეგის მამა.

მიხეილ ყაზბეგი

ყაზბეგიანთ (ჩოფიკაშვილების) საგვარეულოს წარმომადგენელი; მოურავ გაბრიელ ყაზბეგის შვილი. სწავლობდა თბილისის წარჩინებულთა სასწავლებელში. იყო რუსეთის არმიის პრაპორშჩიკი (1819), შემდეგ ლაიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკის როტმისტრი. მონაწილეობდა კავკასიის მთიელებთან ბრძოლებში. დარღოს ლაშქრობაში (1845) თავის გამოჩენისთვის მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1850-1859 წლებში იყო თბილისის გუბერნიის მთიელ ხალხთა მმართველი. გამოირჩეოდა დესპოტური ხასიათით. 1859 წლიდან — გენერალ-მაიორი. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (1852). ცოლად ჰყავდა თავად ესტატე თარხნიშვილის ასული ელისაბედი (კეკე; გ. 1888). მათი შვილი იყო ალექსანდრე ყაზბეგი.

ლიტერატურარედაქტირება

  • უცნობი ყაზბეგი / ზაზა აბზიანიძე // ალექსანდრე ყაზბეგი : საიუბილეო კრებული / რედაქტორი: ირმა რატიანი; შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. თბილისი: [გ.გ.], 2014. ISBN 9789941133930;
  • Казбек, Михаил Гаврилович / С. Н. П. // Русский биографический словарь, т. 8 (1897): Ибак — Ключарев, с. 381.