ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიხეილ ქარელი (დ. 3 სექტემბერი, 1975. გორი) — სამართალმცოდნე. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში 2004–2007 წლებში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქ. გორში. მშობლები: მზია გოდერძიშვილი, გაიოზ (გოგი) ქარელი. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2001–2002 წლებში იყო გორის რაიონის ტყვიავის საკრებულოს თავმჯდომარე და პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე. 2002–2003 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი. 2004–2007 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ქარელი“-დან