მიხეილ ფარცვანიძე
მიხეილ ივანეს ძე ფარცვანიძე (დ. 1876, ქ. ქუთაისი, — გ. 27 დეკემბერი, 1937) — ქართველი ვეტერინარი ექიმი, ვეტერინარული სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში.
მიიღო უმაღლესი ვეტერინარული განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში. აქტიურ პრაქტიკულ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს და კავკასიის სხვადასხვა რაიონში. 1918 წელს მ. ფარცვანიძის ინიციატივით ქუთაისში დაარსდა მსხვილფეხა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო სადგური, რომელიც 1919 წელს სოფელ ტაბახმელაში გადმოიტანეს. შემდეგ იყო საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის პროფესორი. მასობრივი რეპრესიების დროს, 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს „კონტრრევოლუციური და მავნებლური საქმიანობის“ ბრალდებით.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ვეტერინარია (ეპიზოოტოლოგია და ორგანოთა ავადმყოფანი) : აგრონომ და ექიმ სტუდენტთა სახელმძღვანელო. ორ ნაწილად / მიხეილ ფარცვანიძე. - ტფილისი : სახ. უნ-ტის გამოცემა, 1921;
- ვეტერინარიის საფუძვლები. - ახალი გამოც.. - ტფ. : სახელგამის სასწ. პედაგ. სექტორი, 1933.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვეტერინარიის ფუძემდებლები საქართველოში და მათი მომდევნო თაობა (ავტორი). / კაპანაძე, კარპეზ. - თბ., 1997.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიხეილ ფარცვანიძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
- ფარცვანიძე მიხეილ ივანეს ძე. სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო. - 2013.