მიხეილ მუსხელიშვილი
მიხეილ მუსხელიშვილი, საფრანგეთში ცნობილი, როგორც მიშელ მუსხელი (ფრანგ. Michel Mouskhély; დ. 8 ივლისი, 1903, თბილისი, რუსეთის იმპერია — გ. 11 ივლისი, 1964, ვალე-დ’აოსტა, იტალია) — ქართული წარმოშობის ფრანგი პოლიტიკოსი, მეცნიერი და იურისტი.
მიხეილ მუსხელიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 8 (21) ივლისი, 1903 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 11 ივლისი, 1964 (61 წლის) |
გარდ. ადგილი | ვალე-დ’აოსტა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | პოლიტოლოგი და იურისტი |
მუშაობის ადგილი | სტრასბურის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიხეილ მუსხელიშვილი დაიბადა 1903 წელს, თბილისში, მაშინდელი რუსეთის იმპერიის ნაწილში. მიხელ მუსხელიშვილი მამამ 1918 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გერმანიაში გააგზავნა. ახალგაზრდა მუსხელიშვილმა განათლება გიოტინგენის, მიუნხენის, ლიონისა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო[1]. მუსხელიშვილი ემიგრაციაში წავიდა დასავლეთ ევროპაში, საქართველოში წითელი არმიის შეჭრის შემდეგ, 1921 წელს.
მიშელ მუსხელს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 1931 წელს მიენიჭა და პარიზის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ინსტიტუტის პროფესორად მუშაობდა[1].
1940–1945 წლებში მიშელ მუსხელი ეგვიპტეში ცხოვრობდა და ლექციებს კაიროს ფუადის უნივერსიტეტში კითხულობდა. 1948 წლიდან სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი იყო[1][2]. 1959 წელს საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევითი ცენტრი დააარსა და ამ ცენტრს ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე[3] .
1953–1964 წლებში მიწვეული პროფესორის სტატუსით აშშ–ის უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდა. მას გერმანიაში, შვეიცარიასა და სკანდინავიის ქვეყნებშიც იწვევდნენ.
მიშელ მუსხელი, რომელიც ამავე დროს ალპინიზმით იყო გატაცებული, 1964 წლის 11 ივლისს ვალე-დ’აოსტში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მუსხელი ფედერალისტური კვლევების საუნივერსიტეტო კოლეჯის სტუდენტების ექსპედიციას გაჰყვა მთაში, სადაც ფეხის დაცურების გამო რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმის ხევში გადაიჩეხა.[1] დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2022, სიკვდილის შემდეგ).[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 მიშელ მუსხელი – ქართველი იურისტი, რომელიც ევროკავშირამდე ევროგაერთიანებისთვის იბრძოდა, ნეტგაზეთი, 16 აპრილი, 2018
- ↑ Alfred William Brian Simpson (2001), Human Rights and the End of Empire: Britain and the Genesis of the European Convention, p. 609. Oxford University Press, ISBN 0-19-926789-8.
- ↑ Ronald Hilton. Russian and Soviet Studies in France: Teaching, Research, Libraries, Archives, and Publications. Russian Review, Vol. 38, No. 1 (Jan., 1979), pp. 52-79.
- ↑ პრეზიდენტმა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი (სიკვდილის შემდეგ) ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 13 დეკემბერი, 2022.