მიხეილ მურატოვი
მიხეილ ვლადიმერის ძე მურატოვი (რუს. Муратов, Михаил Владимирович; დ. 13 მარტი [ ძვ. სტ. 29 თებერვალი] 1908, — გ. 30 აგვისტო, 1982) — რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1962).
მიხეილ მურატოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 29 თებერვალი (13 მარტი), 1908 ან 1908[1] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი[2] |
გარდ. თარიღი | 30 აგვისტო, 1982 ან 1982[1] |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | გეოლოგი |
მუშაობის ადგილი | სერგო ორჯონიკიძის სახელობის რუსეთის სახელმწიფო გეოლოგიური სამძებრო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და შრომის წითელი დროშის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1959 წლიდან მოსკოვის გეოლოგიური დაზვერვის ინსტიტუტის ისტორიული და რეგიონული კათედრის გამგე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1957-იდან). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ტექტონიკის კომიტეტის თავმჯდომარე (1965 წლიდან).
მურატოვის ძირითადი სამეცნიერო შრომები შეეხება ტექტონიკის თეორიული საკითხების პრობლემებს, კერძოდ, მსოფლიოს ნაოჭა სარტყლების ტექტონიკურ აგებულებას. მურატოვი ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორია სსრკ-ის, ევროპისა და საერთოდ, მსოფლიოს ტექტონიკური და გეოლოგიური რუკებისა.
სსრკ სახელმწიფო პრემია (1951 და 1969) შრომისთვის „სსრკ-ის სამხრეთ ევროპული ნაწილისა და მოსაზღვრე ქვეყნების ალპური გეოსინკლინური სარტყლის ტექტონიკა და განვითარების ისტორია“ (1949), ევრაზიის ტექტონიკური რუკის შედგენისთვის (1: 5 000 000) და ასევე მონოგრაფიისათვის „ევრაზიის ტექტონიკა“ (1966).
თხზულებები
რედაქტირება- Главнейшие эпохи складчатости и мегастадии развития земной коры, „Геотектоника“, 1965, № 1;
- Главнейшие структурные элементы материков, их взаимоотношения и возраст, в кн.: Международный геологический конгресс. 24 сессия. Доклады советских геологов. Проблема 3. Тектоника, М., 1972.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიხეილ მურატოვი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1063380502 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Муратов Михаил Владимирович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.