მიხეილ მილი (დ. 9 ნოემბერი, 1909, ირკუტსკი — გ. 31 იანვარი, 1970, მოსკოვი) — რუსი ინჟინერი, შვეულმფრენების კონსტრუქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასკის საავიაციო ინსტიტუტი. მუშაობდა ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში. 1947 წლიდან იყო შვეულმფრენების მშენებლობის საცდელი ბიუროს ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით დააპროექტეს პირველი საბჭოთა სერიული 3-ადგილიანი შვეულმფრენი მი-1.

ლიტერატურა

რედაქტირება