მიხეილ მამულაშვილი

მიხეილ მამულაშვილი (დ. 14 სექტემბერი, 1873, მცხეთა — გ. 6 იანვარი, 1973) — ქართველი მებაღე-დეკორატორი.

დაიბადა 1873 წლის 14 სექტემბერს, ქალაქ მცხეთაში. 7 წლის იყო, როცა ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარული გაუჩნდა. სწავლობდა პიატიგორსკის პროგიმნაზიაში (1882), შემდეგ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა თბილისის საბაღოსნო სასწავლებელი.

დაახლოებით 20 წლის ასაკში, თამამშევის ქარვასლაში მაღაზია გახსნა. მცხეთის ბაღში მოყვანილი ყვავილებისგან დამზადებულ გვირგვინებს, კალათებს და გირლანდებს სთავაზობდა მაშინდელ თბილისელებს. 1890-1898 წლებში მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის ბაღში. 1907 წელს ი. წინამძღვრიშვილის ინიციატივით თბილისში გახსნა ყვავილების სალონი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო საბაღოსნო საქმის ერთ-ერთი პოპულარიზატორი. დიდია მისი ღვაწლი მრავალი ველური ყვავილის გაკულტურებაში. მას სახელი გაუთქვა ორიგინალური სტილის მხატვრულმა კომპოზიციებმა. სისტემატურად მონაწილეობდა ყვავილების რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მამულაშვილის მცხეთის ბაღში დაცულია მისი მხატვრული კომპოზიციები და კაბინეტ-მუზეუმები.

1959 წელს რეჟისორმა ოთარ იოსელიანმა მიხეილ მამულაშვილზე გადაიღო ფილმი „საპოვნელა“.

დაკრძალულია თავისივე ბაღში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება