მიხეილ მამულაშვილის ბაღი

მიხეილ მამულაშვილის ბაღი — ისტორიული ძეგლი მცხეთის მუნიიპალიტეტში. კომპლექსში შედის ბაღი, საცხოვრებელი სახლი და საფლავი.

სახლი ბაღითურთ ეკუთვნოდა ცნობილ დეკორატორს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს მიხეილ ალექსანდრეს ძე მამულაშვილს (1873–1973). შენობა ერთსართულიანია, ნაგებია კირქვით. დეკორატორის სამუშაო ოთახი ცოკოლის სართულზეა. ამავე სართულის მეორე ოთახში გამოფენილია მიხეილ მამულაშვილის ოჯახის წევრების, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სურათები.

ეზოში მიხეილ მამულაშვილის საფლავია. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია: „1873–1973“ .

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება