მიხეილ ლაბაძე
მიხეილ ლაბაძე (დ. 13 მარტი, 1927, ხაშური — გ. 1992) — ქართველი ინჟინერი.
მიხეილ ლაბაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 მარტი, 1927 |
დაბ. ადგილი | ხაშური, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 1992 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ინჟინერი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომითი მამაცობის მედალი |
1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.
მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს № 1 სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს ინჟინრად, საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად; იმავე სამინისტროს № 9 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის კომბინატის მთავარ ინჟინრად, დირექტორად, ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1972-1990 წლებში იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს № 3 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი, № 4 სამშენებლო ტრესტისა და ტრესტ „საქსოფლმშენინდუსტრიის“ მმართველი; უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართლსა და კახეთში საზოგადოებრივი, კულტ-საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების მშენებლობაში, სოფლად მშენებარე ობიექტებზე ინდუსტრიული მეთოდების დანერგვაში.
ჯილდოები
რედაქტირება- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
- მედალი „შრომითი მამაცობისთვის“
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- საპატიო ნიშნის ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 332-333