მიხეილ კონიაშვილი
მიხეილ გრიგოლის ძე კონიაშვილი (დ. 1876, თბილისი, — გ. 26 აპრილი, 1960, იქვე) — ქართველი მათემატიკოსი და პედაგოგი, მათემატიკის სწავლების მეთოდიკის ფუძემდებელი საქართველოში.
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულეტეტი (1900). 1900-იან წლებში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა შუშაში, სტავროპოლსა და თბილისში. 1909 წელს მონაწილეობდა კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებლის — თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების შექმნაში. აქვე დაინიშნა ფიზიკისა და მათემატიკის კათედრის გამგედ. 1918 წლიდან იყო თბილისის ქალთა I გიმნაზიის დირექტორი. 1921 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წევრად. მრავალი წელი ასწავლიდა ელემენტარულ მათემატიკას, დიფერენციალურ და ინტეგრალურ აღრიცხვას, ასევე მათემატიკის სწავლების მეთოდებს. 1938 წლიდან იგი შეთავსებით მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მისი ძმა იყო საზოგადო მოღვაწე გიორგი კონიაშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ალიბეგაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 5, თბ..
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიხეილ კონიაშვილი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)