თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები

თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები — უმაღლესი სასწავლებელი ოქტომბრის რევოლუციამდელ საქართველოში. გაიხსნა 1909 წელს ქალთა ერთი ჯგუფის კერძო ინიციატივით. კურსებზე 2 განყოფილება იყო: ისტორიულ-ფილოლოგიური და საბუნებისმეტყველო; სწავლების ვადა 3 წელი. 1912 წელს განყოფილებები ფაკულტეტებად გადაკეთდა, სწავლების ხანგრძლივობა ერთი წლით გადიდდა. 1916 წელს ჩამოყალიბდა სამედიცინო ფაკულტეტი. ისწავლებოდა 10 ენა (მ. შ. არც ქართული, არც სომხური და აზერბაიჯანული), ძველი ქართული ლიტერატურა ისწავლებოდა როგორც ფაკულტატიური საგანი სწავლების შინაარსი მოწყვეტილი იყო ამიერკავკასიის საზოგადოებრივ ცხოვრების საჭიროებას. თბილისის ქალთა უმაღლესი კურსებზე ყოველწლიურად 100-მდე მსმენელს იღებდნენ, სწავლების კურსს ამთავრებდა მხოლოდ 10-15. მსმენელითა დაბალი აკადემიური წარმატების მიზეზი იყო სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისა და საყოფაცხოვრებო პირობების მოუწესრიგებლობა.

ლიტერატურარედაქტირება

  • ქსე, ტ. 4, გვ. 615, თბ., 1979