მიხეილ კანკავა
მიხეილ კანკავა (დ. 29 მაისი, 1900, ხორი — გ. 29 აპრილი, 1977) — ქართველი ენათმეცნიერი, რუსისტი, ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1953).
1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1920-1935 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1940-1944 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1940-1944 წლებში ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტში. 1944-1952 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენის კათედრის გამგე. 1958-1970 წლებში თბილისის ა. ს. პუშკინის სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორი. 1956-1960 წლებში ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკის სექტორის გამგე. მ. კანკავამ დიდი წვლილი შეიტანა ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლების გაუმჯობესების საქმეში, შეადგინა სახელმძღვანელოები ქართული საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის, მოკლე რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონები.
ჯილდოები
რედაქტირება- 1961 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ქართულ-რუსული ლექსიკონი : ეძღვნება მიხეილ კანკავას დაბადებიდან 100 წლისთავს, თბილისი, საქართველოს მაცნე, 2001, ISBN 99928-28-22-6
- მოკლე რუსულ-ქართული ლექსიკონი, თბილისი, ცოდნა, 1964
- თევდორე ივანეს-ძე ბუსლაევის მეთოდიკური მემკვიდრეობა, თბილისი, ცოდნა, 1961
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 368.