მიხეილ კაკაბაძე (გეოლოგი)
მიხეილ ვლადიმერის ძე კაკაბაძე (დ. 2 აპრილი, 1939, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1999), საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (2001), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2009), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2020).
მიხეილ კაკაბაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 აპრილი, 1939 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
მოქალაქეობა | საქართველო |
მუშაობის ადგილი | ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი |
ჯილდოები |
საქართველოს კომკავშირის პრემია ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია |
სამეცნიერო სფერო | გეოლოგია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1965-იდან მუშაობს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში; 1989–95 იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ხოლო 2004–23 სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
მიხეილ კაკაბაძე ატარებდა სამეცნიერო კვლევებს ტიუბინგენის (გფრ, 1979–80, 1989) და ჰაიდელბერგის (გერმანია, 1995, 2006, 2009, 2011, 2014) უნივერსიტეტებში, ხოლო 1994–96, 1999–2005 – ლეიდენის (ნიდერლანდი) ბუნების ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში. 1971-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1990-იდან თბილისის სახელმეიფო უნივერსიტეტში. 1990 კითხულობდა ლექციებს მიწვეული პროფესორის რანგში გრენობლის (საფრანგეთი), ხოლო 1996–97 და 1999 – ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტებში.
მიხეილ კაკაბაძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქედან 7 მონოგრაფიაა. მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის საკითხებს. შეისწავლა ყირიმ-კავკასიის, შუა აზიის, სამხრეთ აფრიკის, მოზამბიკის, ბრაზილიისა და კოლუმბიის ადრეცარცული ფაუნა (ამონიტები), რის საფუძველზეც დადგენილია ამონიტების ახალი გვარები და სახეობები, გამოყოფილია ახალი ბიოსტრატიგრაფიული ზონები, გამოკვლეულია ტეთისისა და ბორიული სარტყლების ცარცული პერიოდის ბიოგეოგრაფიისა და სტრატიგრაფიული კორელაციის საკითხები.
ის არის საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1973), ა. ჰუმბოლდტის საერთაშორისო სტიპენდიატი (1979) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ალექსანდე ჯანელიძის სახელობის პრემიის ლაურეატი (2012). 1981–90 იყო სსრკ სტრატიგრაფიული კომიტეტის ცარცული კომისიის ბიუროს წევრი; 1991–2004 – გეოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის (IUGS) ცარცული კომისიის ბიუროს წევრი; 2004-იდან არის გეოლგიური მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის ქვედაცარცული ამონიტების სამუშაო ჯგუფის (კილიანის ჯგუფის) წევრი, ხოლო 1989-იდან –საქართველოს სტრატიგრაფიული კომიტეტის ცარცული კომისიის თავმჯდომარე.
შრომები
რედაქტირება- The 87Sr/86Sr record of Early Cretaceous (Barremian–Albian) marine invertebrates: first evidence from the Caucasus - palaeoenvironmental implications, 2021.
- Report on the 6th International Meeting of the IUGS Lower Cretaceous Ammonite Working Group, the Kilian Group (Vienna, Austria, 20th August 2017), 2021.
- Oxygen–carbon isotope composition of Middle Jurassic–Cretaceous mollusks from the Saratov–Samara Volga region and main climate trends in the Russian PlatformCaucasus, 2020.
- Ammonites and the mid-Cretaceous saga, 2018.
- The stable O - and C-isotope record of fossils from the upper Barremian–lower Albian of the Caucasus — palaeoenvironmental implications 2018.
- Speculations on the ethology of some heteromorph ammonites, 2016.
- New data on Early Cretaceous (Hauterivian-Barremian) heteromorphic ammonites from northern Germany 2010.