მიხეილ ზაგიუ

ქართველი გენერალ-ლეიტენანტი, მწერალი

მიხეილ მიხეილის ძე ზაგიუ (რუს. Михаи́л Миха́йлович Загю́; დ. 1 აგვისტო, 1875, თბილისი, — გ. 7 ივნისი, 1951, მოსკოვი) — რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917), საბჭოთა არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1940). სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი (1933).

დაიბადა ჩინოვნიკის ოჯახში. დედა ქართველი ჰყავდა (ყარანგოზიშვილი). გენერალ ნიკოლოზ ზაგიუს ძმა.

1892 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1894 წელს — კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი სანქტ-პეტერბურგში, 1902 წელს — გენერალური შტაბის აკადემია. მსახურობდა ყაბარდოს მე-80 ქვეით პოლკში და კავკასიის I მსროლელ ბატალიონში. 1917 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1918 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. იყო უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი, საველე შტაბის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 1921 და 1926 წლებში ორჯერ იყო დაპატიმრებული (მისი ძმა თეთრი მოძრაობის მონაწილე იყო), თუმცა გაამართლეს. 1932 წლიდან კითხულობდა ლექციებს სამხედრო-ქიმიურ აკადემიაში (მოსკოვი). 1936 წელს მიენიჭა ბრიგადის ინტენდანტის სამხედრო წოდება. ავტორია რამდენიმე წიგნისა, მათ შორის სახელმძღვანელოებისა სამხედრო ადმინისტრაციის სფეროში. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის, წმ. ანას სხვადასხვა ხარისხის, აგრეთვე საბჭოთა წითელი დროშისა (1944) და ლენინის (1944) ორდენებით.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სამხედრო ადმინისტრაციის მოკლე სახელმძღვანელო / თარგმნ. ს. მახვილაძის მიერ ; ალ. გედევანიშვილის რედ.. - ტფ. : ტფილისის უნ-ტი, 1929.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება