ნიკოლოზ მიხეილის ძე ზაგიუ (რუს. Николай Михайлович Загю; დ. 24 ნოემბერი, 1865, თბილისი, — გ. წ. უცნობია) — რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1917).

ნიკოლოზ ზაგიუ
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1866(1866-11-24)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი უცნობია
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
მეთაურობდა Tiflis Mikhailovskoe infantry school
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი და რუსეთის სამოქალაქო ომი
ჯილდოები წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი

დაიბადა ჩინოვნიკის ოჯახში. დედა ქართველი ჰყავდა (ყარანგოზიშვილი). გენერალ მიხეილ ზაგიუს უფროსი ძმა. დაამთავრა 1882 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1884 წელს — კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი, 1892 წელს — გენშტაბის ნიკოლოზის აკადემია სანქტ-პეტერბურგში (I თანრიგით). ჯარში მსახურობდა 1882-იდან კავკასიის I მსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა რუსეთის არმიის ლაშქრობაში შუა აზიაში. 1902–1905 წლებში იყო კავკასიის გრენადერთა დივიზიის შტაბის უფროსი, 1905–1917 წლებში — თბილისის სამხედრო სასწავლებლის უფროსი.

1910 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის, 1917 წელს — გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1917 წელს დაინიშნა კავკასიის სასაზღვრო ქვეითი დივიზიის მეთაურად. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო თეთრი მოძრაობის მონაწილე, 1919 წლიდან ირიცხებოდა რუსეთის სამხრეთის შეიარაღებულ ძალებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია. დაჯილდოებულია წმ. ანას და წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის, ასევე სპარსეთის „ლომისა და მზის” ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება