მიხეილ გარაყანიძე

მიხეილ გარაყანიძე (დ. 2 აგვისტო, 1910, თბილისი — გ. 1981, ოდესა) — ქართველი არქიტექტორი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1957), პროფესორი (1959), საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორი (1959) საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1910 წლის 2 აგვისტოს თბილისში. 1938 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტორ-მშენებლის სპეციალობით. 1941 წლამდე მუშაობდა თბილისის საპროექტო ორგანიზაციებში. იგი 1941–1945 წლებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1946 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო. სწავლობდა და იკვლევდა ხალხური ხის ხუროთმოძღვრებას. მუშაობდა არქიტექტურულ–სამშენებლო ტერმინოლოგიის საკითხებზე. 1963–1964 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სსრკ მეცნირებათა აკადემიის საცხოვრებელი სახლების ტიპიზაციის განყოფილების ფილიალის შექმნაში, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა. შემდგომში ამ განყოფილებისა და „ქალაქმშენპროექტის“ ერთ-ერთი განყოფილების ბაზაზე ჩამოაყალიბა თბილისის ზონალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, სადაც დაარსების დღიდან 1970 წლამდე იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1971 წლიდან გადავიდა ოდესაში, სადაც გარდაცვალებამდე განაგებდა სამშენებლო ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრას.

ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები წყალტუბოში (1938–1940), ჟინვალის დასახლების გენგეგმა (1946), სოფლის ჰიდროელექტროსადგურები (1947–1950).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება