მიხეილ გარაგაში (სომხ. Միքայել Գարագաշ; დ. 1890, ტფილისი — გ. 1940, თბილისი) — სომეხი მსახიობი, სომხეთის სსრ-ის და საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1939).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ტფილისში. 1922 წლიდან მუშაობდა ერევნის პირველ სახელმწიფო თეატრში (ამჟამად გ. სუნდუკიანის სახელობის ეროვნული აკადემიური თეატრი) მსახიობად. ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი გადავიდა თბილისში, სადაც მუშაობდა თბილისის სომხურ თეატრში მსახიობად. გადაღებულია ფილმებში: „ნამუსი“, „პეპო“, „ზანგეზური“ და სხვა.[1] 1933 წელს მიენიჭა სომხეთის სსრ-ის, ხოლო 1939 წელს კი საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება