მიხეილ ასათიანის ქუჩა
მიხეილ ასათიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (დელისი); ალექსანდრე ყაზბეგის გამზირიდან შალვა ნუცუბიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. ადრე — კომინტერნის, 1961 წლიდან ვაჟა-ფშაველას შესახვევი ერქვა. 1966 წელს მიხეილ ასათიანის სახელი ეწოდა. ქუჩაზე იყო მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, არის ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
საერთო ინფორმაცია | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი |
ისტორიული რაიონი | დელისი |
წინა სახელები | კომინტერნის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 21, ISBN 978-99928-20-35-3.