მიშა ანდღულაძე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მიხეილ (მიშა) ანდღულაძე (დ. 18 მარტი, 1982, თბილისი) — ქართველი კომიკოსი, ტელემსახიობი, სცენარისტი და ავტორი.
მიშა ანდღულაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | მიხეილ ანდღულაძე |
დაბადების თარიღი |
18 მარტი, 1982 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი, სცენარისტი, ავტორი |
აქტიური | 2003–დღემდე |
დაამთავრა თბილისის 160-ე საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო სამედიცინო კოლეჯში. 1991–1993 წლებში სამხატვრო სკოლაში ფერწერას, ქანდაკებას, გრაფიკასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა. 2004 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი.
იყო ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე „Jimi Hendrix-tribute“- „Misha Andguladze & Band“-ის სახელით (2010–2016).
საბავშვო გასართობი ცენტრის, „კომედი ცენტრი“, ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2000–2006 წლებში მუშაობდა რადიო „105“-ში, 2017–2018 წლებში ― „კომედი რადიოში“. 2003–2021 წლებში იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი გადაცემების („შაბათის შოუ“, „კომედი შოუ“, „ქლაბ შოუ“) ტელემსახიობი და სცენარისტი. 2021 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია „ფორმულაში“. 2023 წლიდან არის კომპანია CCorporation-ის და TVC-ის თანადამფუძნებელი.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 2012: „პოკერი სიყვარულის წესებით“ რეჟ. დავიდ ბაბახანიანი (სომხეთი);
- 2013: „MR. ძიძა“ (მამა, ძიძა) რეჟ. ირაკლი ცქიტიშვილი
გახმოვანება
რედაქტირება- 2014–2017: „ქერის უბანი“ (ანიმაციური სერიალი)
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „ნადგომი წყალი“. თბილისი: ინტელექტი. 2021. ISBN 978-9941-31-287-8.