მიხეილ აბაკელია
მიხეილ აბაკელია (დ. 22 აპრილი, 1908, დიდი ხორში, სენაკის რაიონი — გ. 19 მარტი, 1979) — ქართველი გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი.
მიხეილ აბაკელია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 აპრილი, 1908[1] |
დაბ. ადგილი | დიდი ხორში ან სენაკის მუნიციპალიტეტი |
გარდ. თარიღი | 19 მარტი, 1979[1] (70 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() ![]() ![]() |
საქმიანობა | გეოლოგი[1] , პედაგოგი და ინჟინერი[1] |
1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის გეოლოგიურ-საძიებო სპეციალობაზე. 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი და მიენიჭა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია. 1932-1936 წლებში სწავლა განაგრძო სსრ კავშირი მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ქალაქ ლენინგრადსა და ქალაქ მოსკოვში. 1937 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1940 წელს მიიღო დოცენტის სამეცნიერო წოდება. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე ასისტენტად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.