მიწისვარსკვლავა (ლათ. Astraeus hygrometricus) — გუდაფშუკოვანთა ჯგუფის სოკო. ნაყოფსხეული ჯერ ბურთისებრია და დაფარულია 2 გარსით. ნაყოფსხეულის მომწიფებისას გარეთა გარსი სკდება. 7-20 წვეტიან სამკუთხრა ნაწილად, რომელიც მშრალ ამინდში ეხვევა შიგნითა ბურთისებრ გარსს. ნესტიან ამინდში კი გართხმულია მიწაზე ვარსკვლავისებურად. იზრდება ტყეებსა და ტყის პირებზე, ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.

მიწისვარსკვლავა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი:  Boletales
ოჯახი:  Sclerodermataceae
სახეობა:  მიწისვარსკვლავა
ლათინური სახელი
Astraeus hygrometricus

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება