მიშო (რეპერი)
მიშო (სომხ. Միշո; დ. 24 დეკემბერი, 1984, ერევანი, სომხეთი) — სომეხი რეპერი და მსახიობი. ითვლება სომხეთის ერთ-ერთ პიონერად ჰიპ-ჰოპში. მას ნათამაშები აქვს რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა 2012 წელს გადაღებული ფილმი „პოკერი სიყვარულის წესებით“.
მიშო | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მიქაელ აბრამიანი |
დაბ. თარიღი | 24 დეკემბერი, 1984 |
დაბ. ადგილი | ერევანი, სომხეთი |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი |
საქმიანობა | რეპერი/მსახიობი |
აქტიური | 2000–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Hay Team Production |
საიტი |
YouTube Facebook Instagram |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამიშო (დაბადების სახელი: მიქაელ აბრამიანი; სომხ. Միքայել Աբրահամյան)[1] დაიბადა 1984 წლის 24 დეკემბერს,[2] ერევანში, არცახელი ექიმისა და მასწავლებლის ოჯახში. სკოლის წლებში თამაშობდა კალათბურთს. 2009 წელს მან დაამთავრა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიიღო ექიმის ლიცენზია.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2012 წელს მიშო შეხვდა ტელე პროდიუსერს/წამყვანს/მსახიობს, სონა ოგანესიანს,[3][4] ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ისინი 2015 წელს ერევანში, სომხეთში დაქორწინდნენ.[5]
დისკოგრაფია
რედაქტირებამიშოს დისკოგრაფია 2007 წლიდან:[6][7]
- ეკა, ტესა... (Էկա, տեսա, ...ի) - 2007
- ქახაქ@ ხოსუმა, ლსექ... (Քաղաքը խոսում ա, լսեք...) - 2009
- ინქუამ (ft.Garik) - 2009
- ზერო (Զրո) - 2010
- იმ ლეზუნ (Իմ Լեզուն) - 2011
- მი ქანი ჰოგი (Մի Քանի Հոգի) - 2013
- ბტზახნდირ (Բծախնդիր) - 2015
- მარაუხ (Մառախուղ) - 2017
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Gevorgyan, Siranuysh (October 16, 2009). „Armenia Rap Rapprochement: Hay Tgheq Misho and Hayko reach peace over "puppy" protocols“. ArmeniaNow.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 15, 2010. ციტირების თარიღი: August 30, 2012.
- ↑ «Տենաս տենց լոմբարդ կա՞, որ սիրտս գրավ դնեմ…» დაარქივებული 2012-10-14 საიტზე Wayback Machine.
- ↑ "Sona Oganesyan IMDB"
- ↑ "Hollywood Reporter"
- ↑ "Sona's & Misho's Wedding"
- ↑ Misho - Дискография (2007-2011)
- ↑ Misho Albums