მიშა ანასტასიევიჩი
მიხაილო „მიშა“ ანასტასიევიჩი (სერბ. კირილიცა: Миша Анастасијевић; 24 თებერვალი, 1803 წ. – 27 იანვარი, 1885 წ.) — ბიზნესმენი და მეორე ყველაზე მდიდარი მამაკაცი მე-19 საუკუნის სერბეთში, ვლახეთიდან და მოლდავიადან მარილის წარმატებული ექსპორტის და სერბეთის მთავრის, მილოშ ობრენოვიჩთან ბიზნეს-პარტნიორობის წყალობით. ასევე, იგი იყო დუნაის კაპიტანი, რომელმაც მოიპოვა მნიშვნელოვანი სარგებელი მთავარ მილოშისგან. ანასტასიევიჩი იყო პირველი სახალხო დამცველი სერბეთში და სხვადასხვა წვეულებათა ორგანიზატორი ბელგრადის ბურჟუაზიული საზოგადოებისთვის. ასევე, მიხაილო იყო ფილანთროპი.
მიშა ანასტასიევიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
მიხაილო ანასტასიევიჩი 1803 წელს 24 თებერვალი პორეჩი, ბელგრადის პაშალუკი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1885 წლის 27 იანვარი (81 წლის) ბუქარესტი, რუმინეთის იმპერია |
დაკრძალულია | კლეჯანი |
ეროვნება | სერბეთის სამთავრო |
ცნობილია როგორც |
რიგით მეორე ყველაზე მდიდარი პიროვნება სერბეთში, კაპიტანი მიშას სასახლე |
მეუღლე(ები) | ჰრისტინა უროშევიჩი |
შვილ(ებ)ი | სარა (ან სარკა), ვარდი, ჯელენა, ანკა, პერსიდა |
მშობლები |
მამა: ანასტასი დედა: რუიზა |
ცხოვრება
რედაქტირებამიშა ანასტასიევიჩი დაიბადა პორეჩში (თანამედროვე სერბეთი, დონჯი მილანოვაცი) 1803 წელს.[1] მამამისი ანასტასი მიწათმფლობელი და წვრილი ბიზნესმენი იყო. დედამისი რუიზა იყო დიასახლისი. მამამისი გარდაიცვალა მაშინ, როცა ის მხოლოდ 2 წლის იყო, ხოლო დედამისი მასზე მშობიარობას გადაყვა და შვილზე მზრუნველობა დედინაცვალ მილიას გადააბარა.[1] მიშა და მილია ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ავსტრიაში სერბული რევოლუციის დროს პირველი აჯანყების პირობებში.[1] მიშა უაღრესად განათლებული იყო ჯერ 11 წლის ასაკში, რის გამოც გახდა მასწავლებელი საკუთარ მშობლიურ ქალაქში.[2] 1817-დან 1822 წლამდე პერიოდში, იგი მუშაობდა ნახშირის გამოწვაზე (მებაჟისა და ზედამხედველის პოზიციებზე), სანამ ვაჭრობაში გადაბარგდებოდა.
მიშა იყო სერბეთის მთავრის, მილოშ ობრენოვიჩის ბიზნეს-პარტნიორი, რომელიც სახელგანთქმული იყო სიმდიდრით. მთავარმა მილოშმა მას მიენიჭა „დუნაის კაპიტნის“ წოდება, საიდანაც მან მიიღო მნიშვნელოვანი კომერციული სარგებელი.[3][4] მალევე, მისმა კომპანიამ კონტროლი დაამყარა ვლახეთიდან და მოლდავიადან ჩამოსულ მარილზე.[5] კარიერის მწვერვალზე ყოფნის დროს, მიშა ანასტასიევიჩმა დაასაქმა დაახლოებით 10 000 მშრომელი. მას ჰყავდა 80 გემისგან შემდგარი ფლოტი. იგი იყო პირველი სახალხო დამცველი სერბეთში და სხვადასხვა წვეულებათა ორგანიზატორი ბელგრადის ბურჟუაზიისთვის.[6]
მიშა ანასტასიევიჩს უწოდეს „დუნაის მთავარი“ ანუ „დუნაი როტშილდი“, მისი სიმდიდრისა და ბიზნეს უნარებისთვის.[2] ანასტასიევიჩმა თავისი ქალიშვილი სარა (სარკა) დააქორწინა ჯორჯზე, რომელიც წარმოადგენდა კარაგეორგიევიჩების მმართველი დინასტიიდან წამოსულ მთავარს. ჯორჯმა ააშენა ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა ქალაქში (კაპიტან მიშას სასახლე), რომელიც უნდა ყოფილიყო ახალი სასამართლო, თუმცა მისი გეგმა ჩაიშალა. შენობა-ნაგებობამ უმასპინძლა სერბეთის სამთავროს ყველაზე მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებს, როგორებიცაა ბელგრადის უმაღლესი სკოლა (შემდგომში, ბელგრადის უნივერსიტეტი).[7] შენობის მისაღები დარბაზი ხანდახან გამოიყენებოდა სერბეთის ეროვნული ასამბლეის (1864–1875 წწ.) და სენატის (1901–1903 წწ.) შეხვედრებისთვის.
მიშა ანასტასიევიჩი გარდაიცვალა 1885 წლის 27 იანვარს საკუთარ სახლში, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში.[2] მისი ცხედარი დავანებულია რუმინეთში, კლეიანის ეკლესიაში. რუმინული გაზეთის "Evenimentul zilei" ცნობით, ის ბუნებრივად არის მუმიფიცირებული და „შესანიშნავ“ მდგომარეობაშია შემონახული.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Delić, Drago. KO JE KAPETAN MIŠA ANASTASIJEVIĆ: Kralj soli rastao pored Dunava (1 August 2020).
- ↑ 2.0 2.1 2.2 Janković, Zorica. Zetu i kćeri ili otečestvu (28 January 2010).
- ↑ Beograd - Captain Misa's Building.
- ↑ Bataković, Dušan (2005) Histoire du peuple serbe. L'Age D'Homme, გვ. 166. ISBN 978-2-82511-958-7.
- ↑ Conley, Tanja D. (2020) Urban Architectures in Interwar Yugoslavia. Routledge, გვ. 59. ISBN 978-0-42968-645-0.
- ↑ Bataković, Dušan T.. Belgrade in the 19th century: A Historical Survey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 1 მაისი 2024.
- ↑ (1954) Bulletin scientifique, Volumes 1-2. Akademiski savet FNRJ, გვ. 6.
- ↑ „"Sfintul" Misa din Clejani“. Evenimentul zilei. 3 August 2003.