მიუნხენის ტერაქტი (2016)

2016 წლის 22 ივლისს, გაისმა ორჯერ სროლის ხმა სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიის“ სიახლოვეს, მიუნხენის მოსახის რაიონში, გერმანიაში.[4][5] გერმანული მედიის მიერ პოლიციის წარმომადგენლის ციტირებით, დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.[6] სროლა დაიწყო მაკდონალდსის რესტორანში, სავაჭრო ცენტრთან ახლოს. ინციდენტის შემდეგ, პოლიციის ცნობით, სულ მცირე, სამი დამნაშავე მონაწილეობდა თავდასხმაში.[7] გვიან ღამით, პოლიციამ აღნიშნა, რომ ისინი ვერ გამორიცხავენ მხოლოდ ერთი დამნაშავის არსებობას.

მიუნხენის ტერაქტი (2016)

სავაჭრო ცენტრი „ოლიმპია“, სადაც მოხდა თავდასხმა
მდებარეობა მოსახი, მიუნხენი, ბავარია
გერმანიის დროშა გერმანია
კოორდინატები 48°11′00″ ჩ. გ. 11°32′01″ ა. გ. / 48.18333° ჩ. გ. 11.53361° ა. გ. / 48.18333; 11.53361
თარიღი 22 ივლისი 2016
17:52 (UTC+2)
სამიზნე სამოქალაქო პირები
თავდასხმის ტიპი
მასობრივი მკვლელობა
იარაღი ცეცხლსასროლი იარაღი
დაღუპულები 10 (დამნაშავის ჩათვლით)[1]
არასასიკვდილო დაზიანებები
27
ეჭვმიტანილი დამნაშავეები
ალი დავიდ სონბოლი[2][3]
მოტივი ამ დროისთვის უცნობია

მსხვერპლი რედაქტირება

ცხრა მსხვერპლი და დამნაშავე გარდაიცვალა ინციდენტის დროს და კიდევ 36 დაშავდა.[8] გარდაცვლილთაგან სამი ქალია და ექვსი მამაკაცი.[9][10][11][12] დაღუპულები არიან:

  • სევდა დაღი, 45 წლის, თურქი.
  • ჰიუსეინ დაიჯიქი, 19 წლის, ბერძენი (თურქი წარმოშობის).
  • სელჩუქ ქილიჩი, 15 წლის, თურქი.
  • გიულიანო კოლმანი, 18 წლის, გერმანელი (წარმოშობით რუმინელი)[13]
  • ჯან ლეილა, 14 წლის, თურქი.
  • რობერტო რაფაელი, 15 წლის, უნგრელი.
  • არმელა სეგაში, 14 წლის, კოსოველი.
  • საბინა სულაჯი, 14 წლის, კოსოველი.
  • დიჯამანთ ზაბერგჯა, 21 წლის, გერმანელი (წარმოშობით კოსოველი).

სქოლიო რედაქტირება

  1. „Five reportedly killed in Munich mall shooting; manhunt underway, police say“. The Los Angeles Times. 22 July 2016. ციტირების თარიღი: 22 July 2016.
  2. „Munich police chief Hubertus Andrae: Suspect is 18-year-old German-Iranian from Munich“. Washington Post. 22 July 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 22 July 2016.
  3. Al-Othman, Hannah. (23 July 2016) Munich shooting: Teenage gunman named as Ali David Sonboly. The Daily Standard. ციტირების თარიღი: 23 July 2016.
  4. Munich shooting: Police say nine dead as manhunt continues (22 July 2016). ციტირების თარიღი: 22 July 2016
  5. Fenton, Siobhan (22 July 2016). „Munich shooting: 'Shots fired' at OEZ shopping centre in German city“. The Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 22 July 2016.
  6. Rawlinson, Kevin. (22 July 2016) Munich shooting: police say several people killed in 'rampage' – live. The Guardian. ციტირების თარიღი: 22 July 2016.
  7. Tote bei Schüssen an Einkaufszentrum – offenbar Schüsse am Stachus. Die Welt (22 July 2016). ციტირების თარიღი: 22 July 2016.
  8. Polizei aktualisiert Verletztenzahlen German. n-tv (24 July 2016). ციტირების თარიღი: 24 July 2016.
  9. Rothwell, James; Heighton, Luke. Who are the victims of the Munich shopping mall shooting?. The Daily Telegraph (23 July 2016). ციტირების თარიღი: 23 July 2016
  10. Foreign Ministry announcement on the death of a Greek citizen in yesterday's attack in Munich (23 July 2016). ციტირების თარიღი: 23 July 2016
  11. Magyar állampolgárságú fiú az egyik áldozat Hungarian (23 July 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2016.
  12. Johnston, Chris. (23 July 2016) Who were the Munich shooting victims? Eight of nine dead under 20 years old. The Guardian. ციტირების თარიღი: 23 July 2016.
  13. Lo sportivo e il piccolo eroe, chi erano le vittime di Monaco. AGI (24 July 2016). ციტირების თარიღი: 25 July 2016.