მიულერის ლარვა (გერმ. Müllersche Larve) — ზღვის ზოგი წამწამიანი ჭიის მატლი. აღმოაჩინა იოჰანეს მიულერმა 1850 წელს. მიულერის ლარვას კვერცხისებრი სხეულის მუცლის მხარეზე აქვს პირი, რომელიც ხახაში გადადის. განვითარებასთან ერთად სხეულის უკანა ნაწილი გრძელდება, სხეული ბრტყელდება. მიულერის ლარვა ეშვება ფსკერზე და ჭიად გარდაიქმნება.

ლიტერატურა

რედაქტირება