მირმინკელა, მირმიქელასვანური ორ- და სამსართულიანი ფერხული. ცეკვის შინაარსი საბრძოლო ხასიათისაა. მამაკაცთა ერთი ჯგუფი შეკრავს წრეს და ჩაიჩოქებს. მათ მხრებზე შეადგება მამაკაცთა მეორე ჯგუფი, რის შედეგად ორსართულიანი ფერხული მოძრაობას იწყებს წრეზე. მირმინკელას ქვედა სართული ემუქრება ზედას ჩამოგდებით, თავის მხრივ ზედა სართული ცდილობს გაუმკლავდეს, ბოლოს ზედა სართული მაინც ჩამოვარდება და იწყება საერთო ცეკვა-თამაში. ცეკვა სრულდება სართულებს შორის გამართული სათანადო დიალოგის ფონზე.

ლიტერატურა

რედაქტირება