მირიამ მოსკოვიცი (ინგლ. Miriam Ruth Moskowitz, დ. 10 ივნისი, 1916, ბეიონი, ნიუ-ჯერსი — გ. 14 თებერვალი, 2018 ) — ამერიკელი სკოლის მასწავლებელი, ბრალი დასდეს ბირთვულ შპიონაჟში საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ, რის გამოც ორი წელი ციხეში გაატარა.

მირიამ მოსკოვიცი
დაბადების თარიღი 10 ივნისი 1916
ბეიონი, ჰადსონი, ნიუ-ჯერსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 14 თებერვალი 2018 (101 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მასწავლებელი

დაიბადა 1916 წლის 10 ივნისს ბაიონში, ნიუ ჯერსი. 1942 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის მინუციპალური კოლეჯის საღამოს განყოფილება და მიიღო ბაკალავრის ხარისხი.

ბირთვული შპიონაჟის საქმე

რედაქტირება

1950 წელს, მაკარტიზმის ეპოქაში, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული ჯაშუშების დევნის ფარგლებში, მირიამ მოსკოვიცს ბრალი წაუყენეს მართსაჯულებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით აბრაამ ბროტმანთან და ჰარი გოლდთან ერთად შეთქმულების მოწყობაში. მოსკოვიცის დევნა დაიწყო საბჭოთა ბირთვულ შპიონაჟთან დაკავშირებული საქმის გამოძიების შედეგად მანჰეტენის პროექტთან მიმართებაში. გამოძიების შედეგად, იულიუს და ეთელ როზენბერგები და სიკვდილით დასაჯეს ჯაშუშობისთვის. მოსკოვიცისა და ბროტმანის სასამართლო პროცესს მოსამართლე ირვინგა კაუფმანი უძღვებოდა, ხოლო ბრალმდებელი იყო ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორი ირვინგ სეიპოლი და მისი 23 წლის კონფიდენციალური თანაშემწე როი კონი. ჰარი გოლდმა და ელიზაბეტ ბენტლიმ ჩვენება მისცეს მოსკოვიცისა და მისი თანაბრალდებულის აბრაამ ბროტმანის წინააღმდეგ.

როი კონმა ეს საქმე განიხილა, როგორც „როზენბერგის მოახლოებული სასამართლო პროცესის საცდელი ვერსია. ჩვენ შევძელით დაგვენახა როგორ გაუმკლავდნენ გოლდი და ბენტლი სასამართლო პროცესს და ასევე, შევძელით გვენახა, როგორ გავუმკლავდით ჩვენ — მე და სეიპოლი. ” [1] სულ რამდენიმე თვის შემდეგ, მოსამართლე კაუფმანი ხელმძღვანელობდა იულიუს და ეთელ როზენბერგების ჯაშუშობის სასამართლო პროცესს, რომლის დროსაც აშშ-ს პროკურორი ირვინგ საიპოლი და როი კონი გამოვიდნენ როზენბერგების ბრალმდებლების როლში, ხოლო ჰარი გოლდმა და ელიზაბეტ ბენტლიმ ჩვენება მისცეს როზენბერგების წინააღმდეგ.

სასამართლო პროცესის დროს მოსკოვიცი იმყოფებოდა ნიუ-იორკის ქალთა იზოლატორში, სადაც შეხვდა ეთელ როზენბერგს. [2]

მოსკოვიცი დამნაშავედ ცნეს მართლმსაჯულების შეფერხებასთან დაკავშირებულ შეთქმულებაში. მოსამართლე კაუფმანმა მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 დოლარის ჯარიმა მიუსაჯა. მოსკოვიცმა დანაშაული მოიხადა ოლდერსონის ფედერალური ციხის ბანაკში დასავლეთ ვირჯინიაში .

1951 წელს აბრაამ ბროტმანის განაჩენი გააუქმა ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ოლქის სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით, რომ სასამართლო განხილვა არ მიმდინარეობდა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში. მოსკოვიცის განაჩენი ძალაში დარჩა. [3] [4]

ირვინგ საიპოლს 1976 წელს წაუყენეს ბრალი სამუელ დიფალკოსთან ერთად ქრთამის აღებასა და ცრუ ჩვენებაში საიპოლის შვილისთვის შეფასების და აუქციონის კომისიის თანხების მოპოვების სავარაუდო სქემასთან დაკავშირებით; ბრალდებები მოიხსნა.[5]

როი კონი 1986 წელს დისკვალიფიცირებული იქნა ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო განყოფილების მიერ არაეთიკური ქცევისთვის .

გამოძიების ფედერალური ბიუროს საქმე ბროტმან-მოსკოვიცის საქმეზე საჯარო გახდა. [6]

შემდგომი ცხოვრება

რედაქტირება

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მოსკოვიცი გახდა საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ის ასევე იყო მოყვარული ალტისტი. [7]

2010 წელს მოსკოვიცმა გამოსცა წიგნი საკუთარი გამოცდილების შესახებ, სახელწოდებით (ინგლ. ) Phantom Spies, Phantom Justice. [8]

2014 წელს მოსკოვიცმა შეიტანა შუამდგომლობა Coram nobisruen-ის სასამართლო განაჩენზე მისი ნასამართლობის გასაჩივრების მიზნით. მისი პეტიცია გაშუქდა ეროვნული ახალი ამბების საშუალებით. მოსკოვიცი შუამდგომლობა უარყო მოსამართლე ელვინ ჰელერშტეინმა. [9] [10] [11] [12] [13]

მირიამი ცხოვრობდა ვაშინგტონში, ბერგენის ოლქში, ნიუ-ჯერსი. იგი გარდაიცვალა 2018 წლის 14 თებერვალს 101 წლის ასაკში.

  1. Cohn, Roy M. (1988). The autobiography of Roy Cohn, Zion, Sidney. (en), Secaucus, N.J.: Lyle Stuart, გვ. 66–67. ISBN 081840471X. OCLC 17482400. 
  2. Ethel Rosenberg: Beyond the Myths, By Ilene J. Philipson, pages 313-314
  3. Early Cold War Spies: The Espionage Trials that Shaped American Politics, By John Earl Haynes, Harvey Klehr, page 156
  4. 98-year-old woman loses bid to reverse conviction in 1950 spy case, ABA Journal, 5 December 2014
  5. თარგი:Нп3 (1977-07-01). „Justice Irving H. Saypol, 71, Dies; Rosenberg Spy‐Trial Prosecutor“. New York Times.
  6. FBI Records: The Vault en. FBI Vault.
  7. „An old woman's scrap with the Red Scare, finally printed in black and white“. 2012-08-16.
  8. Moskowitz (2012). Phantom spies, phantom justice : how I survived McCarthyism and my prosecution that was the rehearsal for the Rosenberg Trial. 
  9. „64 years later, a battle to erase a McCarthy-era conviction“. LA Times (ინგლისური). 2014-11-25. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
  10. „Miriam Moskowitz, 98, Fights to Clear Her Name of McCarthy-Era Charges“. National Public Radio (ინგლისური). 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
  11. „Woman, 98, fights to have Red Scare conviction tossed“. USA Today (ინგლისური). 2014-08-13. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
  12. „Teacher Seeks Exoneration From McCarthy-Era Conviction“. Newsweek (ინგლისური). 2014-08-26. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
  13. Rose, Lisa. "Retired N.J. teacher, 98, loses bid to clear name in McCarthy-era spy case", NJ Advance Media for NJ.com, December 4, 2014. Accessed July 31, 2018. "NPR.org profiled Miriam Moskowitz of Washington Township, who was convicted of conspiracy to obstruct justice in 1950 and served two years in prison.... The Bayonne native told NPR and the Star-Ledger that she wound up behind bars in a misguided effort to protect her boss, with whom she was having an affair."