მირზა ჰასან თაჰირზადე
მირზა ჰასან თაჰირზადე (აზერ. Mirzə Həsən Tahirzadə; დ. 30 მაისი, 1837, შუშის მაზრა — გ. 21 ივნისი, 1893, ტფილისი, რუსეთის იმპერია) — აზერბაიჯანელი რელიგიური პირი და მასწავლებელი. კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს უფროსი (1885-1893 წწ.).
ბიოგრაფია
რედაქტირებამირზა ჰასან თაჰირზადე 1837 წლის 30 მაისს ჯავანშირის მაზრის სოფელ ქანგარლში დაიბადა. დაწყებითი განათლება მამისგან მიიღო, შემდეგ სწავლა თავრიზის ტალიბიეს მედრესეში განაგრძო. რელიგიური მოღვაწეობა 1859 წელს მშობლიურ სოფელში დაიწყო.
1878 წლის 23 სექტემბერს თაჰირზადე სპარსული ენის სამოქალაქო მასწავლებლად აირჩიეს.
1878 წლის 16 ოქტომბერს მირზა ჰასან თაჰირზადე სპარსული ენის ლექტორის პოსტზე აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1879 წლის აგვისტომდე. შემდეგ კი, ავადმყოფობის გამო, დატოვა უნივერსიტეტი და სამუდამოდ წავიდა სამშობლოში, ქალაქ შუშაში.
1885 წელს ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი ადმინისტრაციის თავმჯდომარედ აირჩიეს და შეიხ-ულ-ისლამის სულიერი წოდება მიიღო.
1893 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ტფილისში.